ჩემი დაბადების დღეები კარგად მახსოვს, ორდღიანი იყო ხოლმე... პირველ დღეს კლასელები და მეგობრები მოდიოდნენ, მეორე დღეს - ნათესავები. მაგიდის გაშლას დილიდან ვიწყებდით. ჩვენი სკამები არასდროს გვყოფნიდა, ამიტომ მეზობლებისგანაც ვთხოულობდით...
საჩუქრები საძინებელ ოთახში შემქონდა და კომოდზე ვდებდი. მერე, როდესაც ყველა სახლებში წავიდოდა, პარკებს საწოლზე ვყრიდი და ვათვალიერებდი, რა მაჩუქეს... ეს რაღაც რიტუალივით იყო.
მერე დიდხანს ვალაგებდი სახლს, რომელიც ნაომარ ადგილს ემსგავსებოდა და რაღაცნაირად გული მწყდებოდა, რომ იუბილარი აღარ ვიყავი...
დრო ყველაფერს ცვლის... ადამიანები ცვლიან ყველაფერს... ”სახლის დაბადების დღეები” აღარავის ახსოვს, რადგან ცხოვრება სწრაფი ტემპით მიდის და ჩვენც ყველაფერს ვიმარტივებთ და ვიადვილებთ... ახლა აღარავინ გარეცხავს საკუთარ დაბადების დღეზე 30 კაცის ჭურჭელს, რადგან შეუძლია რომელიმე კაფეში, რესტორანში ან დაბადების დღის ცენტრში წავიდეს და ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე, კარგად ისიამოვნოს - მეგობრებთან ერთად. არჩევანი კი ძალიან მრავალფეროვანია.
ალბათ, ყველა მშობელს სურს, იპოვოს საუკეთესო გასართობი ცენტრი თავისი ბავშვისთვის, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, ხელმისაწვდომ ფასებსაც შესთავაზებს. - ფასდაკლებები კიდევ ცალკე თემაა და ამისთვის ძალიან კარგი გზაც არსებობს, ეს სპეციალური ფასდაკლებების საიტებია, სადაც ძალიან მომგებიან ვარიანტს აირჩევთ. ფასდაკლების ვაუჩერი მინიმუმ 100 ან მეტ ლარს დაგიზოგავთ და სასურველი დაწესებულების მოძებნას საიტზევე შეძლებთ.
გადავწყვიტე, მიმოვიხილო ტოპ-5 საბავშვო სადღესასწაულო ცენტრი, რომელიც თბილისში ძალიან დიდი პოპულარობით და მოთხოვნით სარგებლობს.
მიკი & მინი მაუსი, ფიფქია, კონკია, რაპუნცელი, ავრორა, არიელი, ბეტმენი, სპაიდერმენი, ჯეკ ბეღურა, ჯამბაზები, კაპიტანი ამერიკა, რკინის კაცი თქვენს შვილებს ძალიან კარგად გაართობენ. ბავშვები ლაბირინთში იძრომიალებენ, ფოტოებს გადაიღებენ, ბატუტზე იხტუნებენ და ლაზერებით გაერთობიან, ხოლო მშობლები საჩუქრად 30 წთ ბოულინგის ვაუჩერს მიიღებენ.
ბავშვებისთვის საყვარელი Xbox, გამოიცანი მელოდია, დისკოთეკა, DJ და ბონუსად ბატუტი და 2 პიცა მშობლებისთვის. ამას გარდა, კიდევ უამრავი გასართობი... ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებით.
ამ ყვითელ არსებებზე ყველა ბავშვი გიჟდება. აქ გელით სასრიალო, სცენური ბოლი, საპნის ბუშტების წვიმა, ინტელექტუალური თამაშები, დაუვიწყარი გართობა - ვფიქრობ, წამოსვლა აღარავის მოუნდება. მათ შორის, არც მშობლებს, რადგან მათთვისაც არის გასართობი - Disco მშობლებისთვის.
ლოსთი/Lost
ჩემს ბავშვობაში ასეთ რამეზე ვერც ვიოცნებებდი... სპორტულ-სათავგადასავლო თამაში LOST GAMING ZONE - ბავშვები თავს იგრძნობენ ფორტ ბოიარდის გმირებად, გაივლიან დაბრკოლებებს გასაღების მოსაპოვებლად. გაიმარჯვებს გუნდი, რომელიც მეტ გასაღებს მოძებნის, რითაც გაიხსნება Lost-ის საგანძური და გარკვეულ დროში შეძლებენ ჩამოყრილი ოქროს მონეტების დაუფლებას; მონეტების წონის შესაბამისად დაგროვილი ქულებით იუბილარს გადასცემენ პრიზს.
სადღესასწაულო ცენტრ HAPPY CLUB-ში თქვენ გელოდებათ არაჩვეულებრივი გარემო.ბავშვებისთვის საყვარელი პროგრამები, გოგონებისთვის გამორჩეული ცერემონიალი, წითელ ხალიჩაზე პოდიუმი. გამორჩეულად, მნიშვნელოვნად გამოყოფილი ტორტის ცერემონიალი და ბოლოს ვარსკვლავის გახსნა, ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი მომენტი იუბილარისთვის. ეს ყველაფერი იმდენად ემოციურია ნამდვილად დიდი ხნის განმავლობაში გაყვებათ ბავშვებს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცენტრი სარგებლობს პრივილეგიით, ცენტრს აქვს დიდი უზარბაზი დარბაზი, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გავუმასპiნძლდეთ 70-80 ბავშვსაც კი.
მშობლებს შეუძლიათ ისარგებლონ ცენტრში არსებული ბილიარდის მაგიდით (უფასოდ)
ერთი სიტყვით, ყველა მშობელს შეუძლია, თავისი შვილების ბედნიერება სახლიდან გაუსვლელად დაგეგმოს