მუსიკოსმა მაია კაჭკაჭიშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი სტუდია გახსნა და სწორედ ამ ფაქტს მოაყოლა პოსტი, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
ბევრი მშობელი და მუსიკოსი დაეთანხმა, რომ მართალს ამბობდა და იმედი გამოთქვეს, რომ იქნებ მომავალი სიტუაცია ამ მხრივ ცოტათი მაინც შეიცვალოს. გთავაზობთ მაიას პოსტს და რამდენიმე კომენტარს:
"რამდენიმე მშობელს ჰქონდა სურვილი, გადმოეყვანა ბავშვი სხვა სტუდიებიდან, სადაც წლები დადიოდნენ, ჩემს სტუდიაში... ბავშვებს არანაირი მუსიკალური მონაცემი არ გააჩნიათ და ძალიან მიკვირს იმ სტუდიების ხელმძღვანელების, ამდენი წელი მშობლებს რომ ატყუებენ და გადასახადს ბედნიერად ხარჯავენ. ჩემი აზრით, ეს ბოროტებაა! ხარისხი მირჩევნია რაოდენობას, ესაა ჩემი კომენტარი".
მაიას სტატუსს რამდენიმე ადამიანი გამოეხმაურა... სრულად წაიკითხეთ mshoblebi.ge-ზე