18 თვის მილიანა მსოფლიოში პოპულარული პატარაა. იგი შუბლზე ჭაღარა წინამოთი დაიბადა. ეს ფანტასტიკური მოვლენა მას დედისა და ბებიისგან მემკვიდრეობით ერგო.
ასეთი ჭაღარის წარმოქმნა თმასა და კანზე გარკვეული პიგმენტის არარსებობაზე მიუთითებს.
”არ ვიცით, ასეთი საოცარი ვარცხნილობა როდემდე შეუნარჩუნდება მილიანას” - ამბობს დედამისი ბრიანა.
”ვვარაუდობდი, რომ ჭაღარა წინამო მასაც ექნებოდა. ასეთი საოცრებით დავიბადე მეც, ჩემი დაც და დედაჩვენიც”.
”როცა ჩემი გოგონა პირველად დავინახე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი”.
”ჩვენ ყველას შეგვიყვარდა გენეტიკის ეს უნიკალური ცვლილება, რომელიც მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებს აქვთ”.
”შემიძლია ავუხსნა ჩემს გოგონას, რომ თმის ეს განსხვავებული შეფერილობა ალამაზებს მას და არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ გარშემო მყოფები”.
რას ფიქრობთ ჭაღარაწინამოიან გოგონაზე თქვენ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.