ახალი, 2017 წელი მოდის და, რაღა თქმა უნდა, ჩვენს მკითხველებს ცნობისმოყვარეობა უღვივდებათ.
ყველას აინტერესებს, მაინც როგორი იქნება მომავალი წელიწადი, რას მოიტანს იგი - წარმატებებს თუ პირიქით, სირთულეებს; ვის და ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულებს გაუღიმებთ ბედი. ყველა ზემოჩამოთვლილ ინფორმაციას ჩვენი საიტი მკითხველებს ეტაპობრივ რეჟიმში ინტენსიურად აწვდის. ამჯერად კი ვითვალისწინებთ ჩვენი არაერთი მკითხველის თხოვნას და გთავაზობთ სტატიას იმის შესახებ, თუ როგორები იქნებიან წითელი მამლის წელში დაბადებული პატარები.
თუკი თქვენ ზუსტად 2017 წლის მანძილზე ელით ოჯახში შემომატებას, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი პატარა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას გამოიჩენს გასაოცარ გამძლეობას და სიყოჩაღეს. ამგვარ წლებში დაბადებული ბავშვები კარგი ფიზიკური ჯანმრთელობით გამოირჩევიან. თქვენი "პატარა მამალი" აქტიური, ჭკვიანი, მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე და ამბიციური ბავშვი იქნება. თუმცა, ის, თუ რამდენად გამოიყენებს იგი თანდაყოლილ კარგ თვისებებს, დიდწილად დედ-მამის მონდომებასა და აღზრდის თავისებურებაზე იქნება დამოკიდებული, იმიტომ, რომ მამლებს წინააღმდეგობრივი ხასიათი გააჩნიათ და თუკი ზედმეტად გაანებივრებთ, შესაძლოა, თქვენი შვილი სამომავლოდ ჩვეულებრივ, "ყოყლოჩინა მამლაყინწად" ჩამოყალიბდეს, რომლის ამბიციებიც სახლის ტერიტორიაზე გავრცელდება მარტოოდენ და იგი თავის სიძლიერეს ოჯახის წევრებზე ბატონობით "გამოამჟღავნებს".
მამლის წელში დაბადებული პატარები სწრაფად ვითარდებიან. ისინი ადრეული ასაკიდანვე ავლენენ მრავალმხრივ ნიჭსა და ტალანტს. აქვთ სასიამოვნო ხმის ტემბრი, გამოირჩევიან მომატებული გონებრივი აქტივობითა და შემოქმედებითი პოტენციალით. გაგრძელება