დედაშვილობა - თემაა, რომელსაც ყველა სათუთად და განსაკუთრებული გრძნობითა და ემოციებით უდგება...
ამ თემას პოეტები უძღვნიან ლექსებს, მუსიკოსები - მელოდიებს და მხატვრები - ცნობილ ტილოებს.
მოდი, ვნახოთ, რას ნიშნავს ვარსკვლავებისთვის დედაშვილობა, როგორ აღიქვამენ ცნობილები მშობელს ან იმას, რომ თავად არიან მშობლები.
"ერთადერთი სიყვარული, რომლისაც მწამს - ეს არის დედის შვილისადმი სიყვარული". - კარლ ლაგერფელდი
"სანამ დედა გავხდებოდი, მეგონა, რომ საკუთარ თავზე ყველაფერი ვიცოდი. ჩემი გულის საზღვრები გამოკვეთილი იყო და რა მშვენიერია, როცა ხვდები, რომ ზღვარი იშლება. ჩემი სიყვარული უსაზღვროა". უმა თურმანი
"საეჭვოა, დედამიწის ზურგზე იყოს იმ გრძნობებზე მეტად სასიხარულო რამ, რომლებიც დედას უჩნდება თავისი შვილის პაწაწინა ფეხსაცმლის დანახვაზე". ვიქტორ ჰიუგო
"მე დედა ვარ, დედა კი მარტო არასოდეს არის". კატრინ დენევი
"საუკეთესო ადგილი ცრემლებისთვის - დედის კალთაა". ჯოდი პიკოლტი
"გმადლობ, დედა, ოცნება რომ მასწავლე" - ჯარედ ლეტო
"დედა მუდამ ორჯერ უნდა დაფიქრდეს - პირველ რიგში, შვილზე, შემდეგ საკუთარ თავზე". სოფი ლორენი
"დედაჩემი ერთადერთია, ვისაც შემიძლია ბრილიანტის სამკაული ვაჩუქო". ლეონარდო დი კაპრიო
"დედობამ სამყაროსთვის უფრო გახსნილი და მგრძნობიარე გამხადა. ნაკლებად განვსჯი ადამიანებს, ნაკლებად მკაცრი ვარ მათ მიმართ". ნატალი პორტმანი
"დედობამ ძალიან შემცვალა. მივხვდი, რომ უნდა შევწყვიტო თვითგანადგურება". ანჯელინა ჯოლი
"დედობა - შესანიშნავი და ჯადოსნურია, მაგრამ ძალიან დამღლელი". სკარლეტ იოჰანსონი
"დედა - ეს გახლავთ ღმერთის სახელი შვილების გულებში". უილიამ თეკერეი
"ნამდვილი დედობა - გმირობის ტოლფასია". მარინა ცვეტაევა
"ბიოლოგია - უკანასკნელია, რაც ქალს დედად ხდის". ოპრა უინფრი
"დედის სიყვარული ყოვლისშემძლეა, ეგოისტურია და ამავდროულად, უანგარო. ის არაფერზე არის დამოკიდებული". თეოდორ დრაიზერი
"ადამიანს უყვარს დედა, თითქმის გაუაზრებლად, რადგან ეს ისევე ბუნებრივია, როგორც თავად სიცოცხლე. სხვა ვერცერთი გრძნობა ვერ შეედრება ამას, რადგან ყველა დანარჩენი შემთხვევითია, ეს კი - თანდაყოლილი, სისხლში გამჯდარი". გი დე მოპასანი
"მამაკაცებს მშობიარობა რომ უწევდეთ, ერთ შვილზე მეტი არ ეყოლებოდათ". პრინცესა დიანა
"არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ და რა მიღწევები გაქვთ: დედა ყველას სჭირდება". ქეით უინსლეტი