პამელა დრუკერმანი - 3 შვილის დედა და მწერალია, რომელმაც ბესტსელერი "ფრანგი ბავშვები საჭმელს არ აფურთხებენ" გამოსცა. ამ წიგნში პამელა აღწერს, თუ რატომ არიან ფრანგი ბავშვები დამჯერები და ჩვილების დედებსაც კი რჩებათ დრო საკუთარი თავისთვის და მეუღლისთვის.
1. იდეალური დედები არ არსებობენ
მომუშავე დედა მუდამ იგლიჯება სახლსა და ოჯახს შორის. მას სურს, ყველაფერი იდეალურად გააკეთოს. ფრანგებს აქვთ კარგი გამონათქვამი: "იდეალური დედები არ არსებობენ". ნუ ეცდებით, იყოთ იდეალური. ასევე, ცდილობენ, ბავშვებს ყურადღების კონცენტრირება, თვითკონტროლი და კომუნიკაბელურობა ასწავლონ, იმ დროს, როცა სხვა დედები ციფრებსა და ასოებს ასწავლიან. მეტად მნიშვნელოვანია ჩაყარო საფუძველი, რომელიც მომავალში სწავლაში წარმატებას მოიტანს.
2. ყოველთვის უნდა გქონდეთ შემოსავლის საკუთარი წყარო
ფრანგი დედები დარწმუნებულნი არიან, რომ ქალს თავისი შემოსავლის წყარო უნდა ჰქონდეს. თუნდაც შეძლებული ქმარი გყავდეს, არ არის გამორიცხული, ერთ დღეს ყველაფერი დაინგრეს. ეს მიდგომა ძალზე პრაგმატულია, არასოდეს იცი, რა გელის ხვალ.
3. არ შეიძლება მთელი ცხოვრება შვილს შესწირო
მშობელი მუდამ ზრუნავს შვილზე, მაგრამ ხანდახან საკუთარ თავსაც უნდა დაეთმოს დრო და ყურადღება. იპოვეთ რაიმე გატაცება. ფრანგები დარწმუნებულნი არიან: თუ გამუდმებით შვილის გარშემო ტრიალებთ, ეს პირველ რიგში მას აზიანებს.
4. დროდადრო, როცა ბავშვს შორდებით, საუკეთესო დედა ხდებით
თუ ბავშვი თქვენს ყოფნას გამუდმებით იგრძნობს, ზრდასრულ ცხოვრებაში დამოუკიდებლობას ვერ მიეჩვევა. ეს არ ნიშნავს, რომ 2-3 კვირით უნდა მიატოვოთ შვილები. უბრალოდ, ნუ მოაბეზრებთ მათ თავს განუწყვეტელი მზრუნველობით, აცადეთ თქვენი მონატრება.
5. დაივიწყეთ დანაშაულის გრძნობა
არ აქვს არავითარი აზრი, განიცადოთ დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ მუშაობთ. მთავარია - სათანადოდ იურთიერთოთ თავისუფალ დროს. მოუსმინოთ მას, ითამაშოთ და ასწავლოთ მოთმინება.
6. ნუ გახდებით "დედა-ტაქსი"
ეს წესი წინა წესს მჭიდროდ უკავშირდება. ნუ ეცდებით, სხვადასხვა წრეზე ჩაწერით, თქვენი არყოფნის კომპენსირება მოახდინოთ. პარიზელი ქალები, სანამ რაიმე წრეს აირჩევენ, კარგად აწონ-დაწონიან, როგორ იმოქმედებს ეს მათი ცხოვრების ხარისხზე.
7. მშობლების ურთიერთობაში არის ნაწილი, რომელშიც ბავშვი არ მონაწილეობს
ნუ დაივიწყებთ, რომ ოჯახის საფუძველი - მეუღლეების წყვილია. მიაქციეთ ყურადღება არამხოლოდ შვილებს, არამედ, ქმარსაც. საფრანგეთში მშობლის სივრცე ბავშვს პირველი 3 თვის განმავლობაში ეკუთვნის. ერთხელ ერთმა ფრანგმა ქალმა უთხრა მწერალს: "ჩემი მშობლების საძინებელი სახლში ხელშეუხებელი ადგილი იყო. ძალიან სერიოზული მიზეზი იყო საჭირო იქ შესასვლელად. მშობლებს შორის განსაკუთრებული კავშირი იყო, ჩვენთვის იდუმალი".
8. ნუ მოითხოვთ ქმრისგან თანასწორობას საშინაო საქმეებში და ბავშვების მოვლაში
გაღიზიანებისა და უსიამოვნებების მეტს ვერაფერს მიიღებთ. კონსერვატიული ფრანგი ქალებისთვის ურთიერთობებში საერთო ჰარმონია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანასწორი უფლებები.
9. საღამო - დიდების დროა, თვეში ერთი დღე - თქვენი "თაფლობის უიკ-ენდი"
ფრანგი მშობლები თვეში ერთ დღეს საკუთარ თავს უთმობენ. ეს შეიძლება იყოს ვახშამი, კინოში ან თეატრში წასვლა. სამსახური და ბავშვები ამაში არ მონაწილეობენ. მშობლები ისვენებენ ვალდებულებისგან და ამის გამო დანაშაულის გრძნობა არ აქვთ.
10. აქ თქვენ ხართ ბოსი
პამელა წერს: "ეს გახლავთ ყველაზე რთული ფრანგულ აღზრდაში. იმის გაცნობიერება, რომ გადაწყვეტილებებს ვიღებ მე. მე ვარ ბოსი. არა დიქტატორი, არამედ - ბოსი. ბავშვებს თავისუფლებას ვაძლევ იქ, სადაც ეს შესაძლებელია, ვითვალისწინებ მათ აზრს და სურვილებს, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებ მე. გახსოვდეთ ეს. ოჯახური პირამიდის სათავეში თქვენ ხართ. არც ბავშვები, არც თქვენი მშობლები, არც მასწავლებლები და ძიძები".