ახალი წელი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია, თუმცა ამ დღეს განსაკუთრებით მაინც ბავშვები ელიან.
მთავარი მიზეზი, ცხადია, თოვლის ბაბუაა, რომელსაც ნანატრი საჩუქრები მოაქვს. მსოფლიოში ბავშვების დიდ ნაწილს სჯერა თოვლის ბაბუისა თუ სანტა კლაუსის არსებობის. ერთი შეხედვით, ამ ტრადიციაში არაფერია ცუდი - რა მოხდა მერე, თუ ბავშვს ასეთი გულუბრყვილო რწმენა ახალ წელს გაულამაზებს და ჯადოსნურ სამყაროში გადაისვრის... მაგრამ ბევრი მეცნიერი უკვე სხვა აზრზეა და მშობლებს ურჩევს, ბავშვებს ნუ დააჯერებენ ამგვარ მითებს.
ასეა თუ ისე, ბავშვი იზრდება და ბოლოს მაინც დგება დრო, როცა ეჭვები უჩნდება, შეკითხვები ებადება და თოვლის ბაბუის არსებობა სულ უფრო შეუძლებლად მიაჩნია. მშობელს კი უჩნდება საზრუნავი - როგორ ავუხსნათ 6-7 წლის ბავშვს ის, რომ საყვარელი სანტა თუ თოვლის პაპა არ არსებობს? ავუხსნათ ისე, რომ მის ჯერ კიდევ ბავშვურ ცნობიერებას დარტყმა არ მივაყენოთ? ეს საკითხი ძალიან მარტივად გადაჭრა ინგლისელმა ქალბატონმა, რომელმაც თავისი გამოცდილება სოციალურ ქსელშიც გააზიარა.
შედეგად, ბავშვებმა არა მხოლოდ უმტკივნეულოდ მიიღეს ეს ამბავი, არამედ საახალწლო სამზადისისთვის უფრო დიდი მიზანიც გაუჩნდათ - თუ რა, ამაზე ქვემოთ თავად მეთოდის ავტორი გიამბობთ.
"ჩვენს ოჯახში ერთი განსაკუთრებული ტრადიციაა, რომლის მიხედვით, ბავშვები სანტასგან საშობაო საჩუქრებს კი არ ელიან, არამედ თავად ხდებიან სანტები. ამგვარად, გარკვეულ ასაკში სანტა ბავშვებისთვის იქცევა არა ტყუილად, არამედ კეთილი საქმეების გაკეთებად.
როცა შეაჩნევთ, რომ ბავშვს უკვე ეჭვი ეპარება სანტას არსებობაში - ეს კი დაახლოებით 6-7 წლის ასაკში ხდება, - ესე იგი, პატარა უკვე მზადაა.
მე ჩემი შვილი ჩვენს საყვარელ კაფეში დავპატიჟე. საჭმელი შევუკვეთეთ და საუბარი დავიწყე:
- ჩემო ბიჭო, უკვე ძალიან გაიზარდე. მხოლოდ სიმაღლეს არ ვგულისხმობ, შენი გულიც გაიზარდა (აქ რამდენიმე მაგალითი მოვუყვანე, როცა იგი ვინმეს დაეხმარა ან თანაუგრძნო). მე ვხედავ, რომ შენი გული იმდენად გაიზარდა, რომ მზად ხარ, შენ თვითონ გახდე სანტა-კლაუსი.
ეს ყველაფერი შეთქმულებანარევი ტონით უნდა უთხრათ.გაგრძელება