რა ღირს საქართველოში ბავშვის გაჩენა

რა ღირს საქართველოში ბავშვის გაჩენა
ორსულობის ცხრა თვე, სასიამოვნო ემოციების გარდა, ბევრ პრობლემასა და ხარჯთანაა დაკავშირებული. სახელმწიფო პროგრამა გარკვეულწილად აფინანსებს როგორც ორსულობას, ისე მშობიარობას. თუმცა, ორსულებსა და გინეკოლოგებთან საუბრისას ირკვევა, რომ ეს საკმარისი არაა.

თბილისის კერძო სამშობიაროებში ფიზიოლოგიური მშობიარობის საშუალო ფასი 800 ლარია, საკეისრო კვეთის კი - 1 000 ლარი. ჩაჩავას კლინიკა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამშობიარო სახლია და მომხმარებელს მომსახურების ფართო არჩევანსაც სთავაზობს. როგორც აღმოჩნდა, კერძო კლინიკებს შორის სწორედ ჩაჩავა სთავაზობს ყველაზე იაფ და ძვირ მომსახურებას ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე. ფიზიოლოგიური
მშობიარობის ფასი იწყება 550 ლარიდან და 3 050 ლარამდე ადის, საკეისრო კვეთის კი - 1030 ლარიდან იწყება და 3 870 ლარამდე ადის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფასები პალატის კეთილმოწყობასა და სხვა პირობებზეა დამოკიდებული.

საკეისრო კვეთა ყველაზე იაფი "იმედის კლინიკაშია". "იმედის კლინიკის" ქალთა საკონსულტაციოში აღრიცხვაზე მყოფი ორსულებისთვის მომსახურების საფასური 870 ლარია, სხვა პაციენტებისთვის კი - 970 ლარი.

საქართველოში ექიმის წინასწარ აყვანა მიღებული პრაქტიკაა. წაიკითხეთ გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 8 /
ლია
მშობიარობა არა თუ უფასო არამედ სამშობიაროდან გამოსულ დედა შვილს ერთდროული ფულადი დახმარებაც უნდა მისცეთ,იმ გადასახადების ხარჯზე მოსამსახურეები საშემოსავლო გადასახადს,რომ ვეძახით (ხელფასის 20%) რადგანაც წარმოდგენა არა მაქვს გარდა პენსიებისა სად ჯანდაბაში მიდის ეს თანხა.მირჩევნია ამით ახალი სიცოცხლე დაფინანსდეს.(და არა ვიღაც ვიღაც უსულგულო ჩინოვნიკები,არაფფრისმაქნისები ვამდიდრო)
11:00 / 02-02-2017
გამოხმაურება / 0 /
კიკი
არ გაგიჟდეთ და ემბრიონში ნუ მიხვალთ და სანამ სამშობიაროს შეარჩევთ, იკითხეთ ვინ არის ნეონატოლოგი და აქვთ თუ არა რეანიმაციული განყოფილება .
14:55 / 01-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93