ნათლობის ცერემონია, რომელმაც ბევრი აღაშფოთა - "ის ბავშვებს ძალიან უხეშად ექცევა"

ნათლობის ცერემონია, რომელმაც ბევრი აღაშფოთა - "ის ბავშვებს ძალიან უხეშად ექცევა"
ეს ვიდეო ცოტა ხნის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. განსაკუთრებით აღშფოთდნენ მშობლები. ვიდეოზე ასახულია ნათლობის რიტუალი, როგორ ნათლავს მღვდელი ბავშვებს. რეაქცია მოჰყვა თავად პროცესს და ბავშვებთან მოპყრობას - პატარებს საკმაოდ უჩვეულოდ, არაადეკვატურად აყოფინებენ ხან თავს და ხან ფეხებს წყალში და მერე თვალის დახამხამებაში, სანამ ისინი ამოსუნთქვას მოასწრებენ, უკვე ნათლიების და გაოგნებული მშობლების ხელში არიან...

რამდენად უხეშად იქცევა ეს მღვდელი და საერთოდ რამდენად სწორად ტარდება ეს პროცესი, ამაზე ალბათ გააკეთებენ კომენტარს სასულიერო პირები,
ფსიქოლოგები თუ პედიატრები, თუმცა ფაქტია, ამან საზოგადოება აალაპარაკა და საქართველოს ფარგლებსაც გასცდა ეს ამბავი. ეგ კი არა, რუსეთის რამდენიმე საიტზე ეს ვიდეო ისე გაავრცელეს, თითქოს მასზე საქართველოს პატრიარქი იყო ასახული და ის "უხეშობდა ბავშვებზე".
საქართველოშიც ვიდეოს, რასაკვირველია, ათასგვარი კომენტარი მოჰყვა. უმრავლესობა თანხმდება, რომ მღვდელი მეტისმეტად არაფრთხილი და უხეშია პატარებთან. იხილეთ ვიდეო და დააფიქსირეთ თქვენი აზრი. იხილეთ ვიდეო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ანი
კომენტარიც ზედმეტია ამ ესევ ვიტყოდი რელიგიური ბიზნეს ცერემონიისთვის,საშიელება...
21:06 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
მატე
ევროპაში ერთ ერთ გადაცემაში აჩვენეს ეს კადრები, გაგიჟებული იყო ხალხი
16:25 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93