დედების კლუბი

აი, რატომ უჭირავს ყველა დედას ბავშვი მარცხენა მხარეს

აი, რატომ უჭირავს ყველა დედას ბავშვი მარცხენა მხარეს
დედის ინსტინქტი - ნამდვილად ჯადოსნური რამაა. დედა ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებს გაუაზრებლად, რასაც მეცნიერები წლობით იკვლევენ. ასეთი თემაა ბავშვის მარცხენა მხარეს დაჭერა. დედების 70-85 პროცენტს ასე უჭირავს ბავშვი. ხელს ცვლიან მაშინ, თუ მარცხენა დაეღალათ ან დაუზიანდათ.
რატომ ირჩევენ დედები ბავშვის მარცხენა მხარეს დაჭერას? ძველად მიაჩნდათ, რომ ამის მიზეზი მემარჯვენეობა იყო, მაგრამ Journal of Nature Ecology and Evolution-ის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ მარცხენა მხარე ეფექტურია ბავშვის დასაცავად.

ტვინის მარჯვენა სფერო მარცხენა მხარეს მართავს. ამასთანავე, მარჯვენა მხარე
ემოციურ ინტელექტს განაგებს - ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, მათი ემოციების გაგება.
ამიტომაც, როცა დედას ბავშვი მარცხენა მხარეს უჭირავს, კარგად აღიქვამს მის ემოციურ სიგნალებს.
თუ პატარას შია, შეშინებულია ან ტირის, ტვინის მარჯვენა სფერო სწრაფად რეაგირებს.

გარდა ამისა, დედასა და ბავშვს შორის მჭიდრო კონტაქტი ყალიბდება: დედა ემოციურად უკეთ უგებს შვილს.
მეცნიერების აზრით კი, ბავშვი მარცხენა მხარეს უკეთ გრძნობს თავს, რადგან დედაზე მიხუტებულს მისი გულის ძგერა ესმის, რაც ამშვიდებს.

ბეჭდვა
e87a93