ანა - გოგონა საოცარი ღიმილით და მძიმე დიაგნოზით

ანა - გოგონა საოცარი ღიმილით და მძიმე დიაგნოზით
ანი მეხაშიშვილი 3 წლისაა. მისი ბავშვობა თანატოლებისგან რადიკალურად განსხვავდება. გარეთ თამაში აკრძალული, კვება კი შეზღუდული აქვს. ანა გასტროშიზისით - გამოვარდნილი მუცლის ღრუს ორგანოებით დაიბადა. 2 დღის იყო, როცა პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საკვები, რომელსაც ბავშვი იღებს, მუცელზე არსებული ჭრილობიდან გამოდის.
ვრცლად იხილეთ სპეც-პროექტი  
ანას მშობლები დიანა ჯინჭარაძე და ვახტანგ მეხაშიშვილი არიან. ისინი 4 წლის წინ დაქორწინდნენ. ბედნიერება, რომელსაც ზღაპრული დასაწყისი ჰქონდა, ანას დაბადების დღიდან შეიცვალა. მშობლების მთავარი საზრუნავი წამალი და
შვილის კარგად ყოფნა გახდა. ოჯახის ერთადერთი შემომტანი ვახტანგია. სამ დღეში ერთხელ დაცვის პოლიციაში მუშაობს. დანარჩენ დღეებში ტყეში შეშაზე დადის და მეზობლებს სოფლის საქმეებში ეხმარება. მოპოვებული თანხა აფთიაქებსა და საავადმყოფოებზე ნაწილდება.
ანა მეხაშიშვილს საყვარელი თოჯინა ჰყავს. დედას ხშირად ბინტებს ჰპარავს და თავის სათამაშოს მუცელზე ახვევს. ასე დაეჩვია, რადგან დაბადებიდან დღემდე, დედა მუცელზე ჭრილობას დღეში 20-30-ჯერ უმუშავებს. საკვებს მწოლიარე იღებს. მუცელზე არსებული ჭრილობიდან, მიღებული საჭმელი უმალვე გამოდის. ინფექცია რომ არ შეეჭრას, დედა მუცელს იმ წამსვე უმუშავებს.
mshoblebi
ანას გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს. ყველაფრის მიუხედავად, სულ იღიმის. ყველაზე მეტად სტუმრების მოსვლა უხარია. თვითონ გარეთ იშვიათად გადის. ყოფილა შემთხვევა, სტუმრად, დაბადების დღეზე, სუფრიდან ნამცხვარი მოუპარავს და ის ღამე საავადმყოფოში გაუთენებია. მშობლები ამბობენ, რომ უხმოდ ტირილი ისწავლა. დედას მის თვალებზე ჩუმად გადმოვარდნილი ცრემლები ხშირად შეუმჩნევია.
ანა - გოგონა საოცარი ღიმილით. მისი ცხოვრების შეცვლა ისრაელშია შესაძლებელია. სწორედ აქ შეძლებენ ექიმები, ჩაუტარონ ორი ურთულესი ოპერაცია. ოპერაცია, რომელიც მას გარეთ თამაშის, მეგობრების შეძენისა და თვალებიდან ცრემლების გაქრობის საშუალებას მისცემს. ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ანი მეხაშიშვილი ფონდ „სიკეთის კვალის"  ბენეფიციარია. პროექტის #ქველმოქმედებამარტივია ფარგლებში, ჟურნალ „ოჯახის მკურნალის" თებერვლისა და მარტის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხა გადაერიცხება ფონდს „სიკეთის კვალი“, რომელიც ამ თანხას გამოიყენებს ანის მკურნალობისთვის.

#ქველმოქმედებამარტივია ჟურნალ „ოჯახის მკურნალის“ რედაქციისა და "პალიტრა მედია" ჰოლდინგის ერთობლივი პროექტია. პროექტის მიზანია, ქველმოქმედება ადამიანების ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად აქციოს. რა არის იმაზე დიდი სიკეთე და ბედნიერება, როდესაც შენი თითქოს უმნიშვნელო ქმედება ადამიანის სიცოცხლეს იხსნის? ამ დროს ჩვენ ყველანი ხომ გმირები ვხდებით.
ვრცლად იხილეთ სპეც-პროექტი  
# ქველმოქმედებამარტივია
გთხოვთ დარეკოთ 0 901 700 177
ზარის ღირებულება 1 ლარი
ბანკის რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE10BG0000000667885400
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE34TB7319436080100002
მიმღები: ფონდი სიკეთის კვალი
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: ანის გადასარჩენად

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93