ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ წარმოუდგენია საკუთარი თავი რომელიმე მსახიობის, მომღერლის, მოდელის ან სხვა ცნობილი ადამიანის ამპლუაში.
სასიამოვნო წარმოსადგენია, როცა ყველა გიცნობს და ყველას უყვარხარ, გამუდმებით ყურადღების ეპიცენტრში ხარ და ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურები... თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ნატვრის საშუალება არასდროს ჰქონიათ, რადგან პოპულარობა ბავშვობიდანვე მოიპოვეს.
მსახიობ გია როინიშვილისა და ბავშვობიდანვე ყველასათვის საყვარელი მომღერლის, თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი მარიამ როინიშვილი, ასევე სიმღერის ნიჭითაა სახელგანთქმული. ის უფრო ადრე გაიცნო ხალხმა, ვიდრე მისი ნიჭიერება და ტალანტი.
მოდელ ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილს, თაკო ნაცვლიშვილს, ჯერ კიდევ სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული, როცა ისეთ ძვირად ღირებულ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi, Roland Mouret, ZUHAIR MURAD, Ralph & Russo. წარმატების მიღწევაში გოგონას საოცარი ქარიზმატულობა და იდეალური პარამეტრები დაეხმარა, მაგრამ მას მაყურებელი მანამდე, სანამ წარმატებას მიაღწევდა, იცნობდა, როგორც სელებრითის შვილს.
კვალიაშვილებს წარმატება, ნიჭიერება და მსმენელის კეთილგანწყობა მემკვიდრეობით გადაეცემათ. ცნობილი დედისა და ბებიის შთამომავალი, მომღერალი ნუკა კვალიაშვილი, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ვარსკვლავად დაიბადა.
როდესაც პროექტის, "შენ შეგიძლია ცეკვის" სცენაზე ნიტა ლომიძე გამოვიდა, ჟიურის წევრებმა, ისევე, როგორც მაყურებელმა, მაშინვე ამოიცნო ცნობილი წყვილის - ტელეწამყვან ნიკა ლომიძისა და ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილის ქალიშვილი. ამ შემთხვევაში დედის გენი დომინირებს, ნიცა თავისი პლასტიკურობითა და ტალანტით პროექტის გამარჯვებული გახდა და ცნობადობაში ის არც დედას ჩამორჩება და არც - მამას. იხილეთ გაგრძელება