ინდიგო-ბავშვები, კრისტალი-ბავშვები და ცისარტყელა-ბავშვები: რომელი ხართ თქვენ?

ინდიგო-ბავშვები, კრისტალი-ბავშვები და ცისარტყელა-ბავშვები: რომელი ხართ თქვენ?
ალბათ, გსმენიათ თაობების თეორიის შესახებ, რომლის თანახმადაც, ადამიანები ჯგუფებად იყოფიან დაბადების თარიღის მიხედვით. ეს თეორია მოწოდების სწავლების მსგავსია.

გაიგეთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით თქვენ.

ინდიგო-ბავშვები:

* დაიბადნენ 1960-90 წლებში;
* ბუნებით მეამბოხეები საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ მიდიან.
* ვერ იტანენ სისტემას;
* მარტოსულები არიან;
* მიდრეკილნი არიან მავნე ჩვევებისკენ;
* ჯიუტები არიან.

დაუმორჩილებლები არიან და კონფლიქტური სიტუაციები ექმნებათ ოჯახში, სამსახურსა და სკოლაში. ბუნებით მებრძოლები, შინაგანად სისტემის წინააღმდეგ გალაშქრების სურვილი აქვთ და ეს მუსიკალურ, კინო-გემოვნებასა და ცხოვრებისეულ სტილშიც ჩანს. ხშირად მათი შემოქმედება ფსიქოდელიურ ფორმებს
იღებს. სწორედ მათ გამოიგონეს ინტერნეტი, სხვადასხვა გაჯეტი და ყველაფერი, რამაც მსოფლიო შეცვალა.

კრისტალი-ბავშვები:


* დაიბადნენ 1980-2000 წლებში;
* ძლიერები და გულწრფელები
* გააჩნიათ განვითარებული წარმოსახვა და შემოქმედებითი ნიჭი
* მიდრეკილნი არიან მისტიკისა და ზებუნებრივის შესწავლისადმი
* მსუბუქი ხასიათი აქვთ
ამ ადამიანებს განვითარებული აქვთ ინტუიცია, იზიდავთ ყველაფერი მისტიკური და ზებუნებრივი. იოლად გამოიცნობენ სხვის ხასიათს და შეუძლიათ თანაგრძნობა. აქვთ მსუბუქი ხასიათი. სამყაროს საღი გონებით უყურებენ.

ცისარტყელა-ბავშვები:

* დაიბადნენ 21-ე საუკუნეში
* პოზიტიურები და მხიარულები
* შესანიშნავად ერკვევიან გაჯეტებში
* სანდოები, მაგრამ უჭირთ გრძნობების შეკავება
* უყვართ ცხოველები, ბუნება
* აფასებენ თავისუფლებას.

ცისარტყელა-ბავშვები - უახლესი თაობაა. თანამედროვეები, რომლებიც კარგად ერკვევიან ტექნოლოგიებში, ვინაიდან ინფორმაციულ სამყაროში ცხოვრობენ. ეს ბავშვები ბედნიერები და სიცოცხლით აღსავსენი არიან. იოლად ერკვევიან იმ ყველაფრის არსში, რაც წინა თაობამ გამოიგონა. ყველაზე მეტად აფასებენ თავისუფლებას, უყვართ მოგზაურობა და ცდილობენ, არ დაემსგავსონ უფროს და-ძმებს, მშობლებს.

ასევე იხილეთ:
რას გვიამბობს ადამიანზე მისი დაბადების თარიღი?
რას გვიამბობს ადამიანზე მისი დაბადების თარიღი?

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ნიკა
მე ინდიგო-კრისტალი ვარ :) ვარ ბუნებით მეამბოხე, მებრძოლი, ჯიუტი და დაუმორჩილებელი, მიყვარს თავისუფლება, ვერ ვიტან შეზღუდვებს, მაგრამ მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილება არ მაქვს. მიყვარს შემოქმედება, მაქვს წარმოსახვის უნარი, ასევე მაქვს კარგი ინტუიცია და შემიძლია ადამიანების აზრების და ქცევების გამოცნობა, ასევე მათი თანაგრძნობა.
01:24 / 14-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ბონდო2
მაშ რა გამოდის პირველი ინდიგო ბავშვები ახლა 57 წლისანი არიან :)))))
20:40 / 09-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93