წამლები და სამედიცინო ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეთ სააფთიაქო ყუთში, თუ შინ ბავშვები გყავთ!

წამლები და  სამედიცინო ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეთ სააფთიაქო ყუთში, თუ შინ ბავშვები გყავთ!
ყველა ოჯახში არსებობს სააფთიაქო ყუთი. სწორედ ის გვახსენდება პირველ რიგში, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა გვექმნება. განსაკუთრებით მოწესრიგებული უნდა გვქონდეს სამედიცინო ყუთი, თუკი შინ ბავშვები გვყავს.
აი, რა პრეპარატები და სამედიცინო ინვენტარი უნდა გვქონდეს აუცილებლად შინ, როცა პატარები გვყავს:

ინსტრუმენტები და დამხმარე საშუალებები:

მაკრატელი
ბამბა
ბაქტერიციდული პლასტირი
სტერილური მარლა
ჟგუტი
ერთჯერადი შპრიცები

პრეპარატები:

სიცხის დამწევი საშუალებები
საშუალება პერორალური რეგიდრატაციისთვის
სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატები
ანტიალერგიული პრეპარატები
გლიცერინის სანთლები
დამწვრობის საწინააღდეგო საშუალებები
ანტისეპტიკური ხსნარი


ეს გახლავთ საერთო ჩამონათვალი, რაც უნდა შედიოდეს საბავშვო სააფთიაქო ყუთში. ყველა პრეპარატი დამოკიდებულია ასაკზე და იმაზე, თუ
როგორ იტანს ამა თუ იმ პრეპარატს თქვენი შვილი. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ პირველადი დახმარების საშუალებები. თუ ბავშვი ავად გახდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93