"ქალაქში, თოვლში წაიქცა გოგო..." - დღეს მომხდარი ამბავი, რომელმაც ბევრს აუჩუყა გული

"ქალაქში, თოვლში წაიქცა გოგო..." - დღეს მომხდარი ამბავი, რომელმაც ბევრს აუჩუყა გული
ჟურნალისტ მარი ჯაფარიძის ამ პოსტს, რომელიც დღეს ქუჩაში მომხდარ ერთ თითქოს ჩვეულებრივ ამბავს გადმოსცემს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თქვენც გთავაზობთ:

"ქალაქში, თოვლში წაიქცა გოგო...
საშინლად დავითრგუნე ამ დილას...
მაღაზიიდან გამოვედი და შევნიშნე, რომ გაჩერებაზე ახალგაზრდა გოგონა არაბუნებრივად ტრიალებდა. ჩემკენ რომ მობრუნდა, თვალები ზევით ჰქონდა ატრიალებული...
ადრიანი დილა იყო და ჩვენ მეტი ქუჩაში არავინ იდგა. ორი ნაბიჯით გავჩნდი მასთან, რადგან მივხვდი, მანქანის სავალ ნაწილზე წაიქცეოდა.
ჩავბღუჯე, მაგრამ სიმძიმის გამო ვერ შევაკავე და მხოლოდ ის მოვახერხე, რომ სავალი
ნაწილის მხრიდან დავუდექი, რომ მანქანა არ დასჯახებოდა და მიწაზეც რბილად დაეშვა...
მივხვდი, ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა...
ცხოვრებაში პირველად ვიყვირე - მიშველეთ-მეთქი...
ხალხი მოგროვდა... სასწრაფოში დავრეკე...
მანქანები ჩერდებოდნენ და ხალხი დასახმარებლად მოდიოდა...
მამაკაცები აქტიურობდნენ, რამდენიმე მათგანი მუხლებით მიწაზე დაეშვა, - შვილო, შვილოო, - ეძახდნენ და პირს უხსნიდნენ, თოვლით სახეს უზელდნენ... 
სრულად წაიკითხეთ mshoblebi.ge-ზე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93