ზოდიაქოს სამი ყველაზე ჭირვეული ბავშვი

ზოდიაქოს სამი ყველაზე ჭირვეული ბავშვი
ნებისმიერი მშობლის სურვილია, მისი პატარა ადვილად აღსაზრდელი, დამჯერი და მოწესრიგებული იყოს. თუმცა, რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ვარსკვლავები "ბოროტად" გვეხუმრებიან და საჩუქრად "ძნელად აღსაზრდელ" და ჭირვეულ პირმშოს იმეტებენ ჩვენთვის. არსებობს ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ჭირვეული ბავშვების კატეგორია. თუკი თქვენი შვილი მათ რიცხვში მოხვდა, იცოდეთ, - მას განსაკუთრებული მიდგომა ესაჭიროება საიმისოდ, რომ მომავალში გაწონასწორებულ და წარმატებულ პიროვნებად გაიზარდოს.

კირჩხიბი - პატარა კირჩხიბები "მთვარეულები" არიან. ამიტომ მათი განწყობა ხშირად მთვარის ფაზების ცვლას უკავშირდება. ეს არის უზომოდ ემოციური,
ბუტია და სენსიტიური ბავშვი, რომლისთვისაც დედასთან მუდმივი კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამაა. პატარა კირჩხიბებმა უცხოობაც იციან. ამიტომ ნუ დატოვებთ ხოლმე დიდი ხნით თუნდაც ბებია-ბაბუის გარემოცვაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დიდ ასაკში გულჩათხრობილი და რთული პიროვნება გაიზრდება.


ქალწული - პატარა ასაკიდანვე გაგაოცებთ დაკვირვებულობით. მასთან ყველაზე დიდი პრობლემები კვების საკითხში გექნებათ. ეს ბავშვი ყველაფერს არ ჭამს და რასაც მიირთმევს, იმასაც დიდი პრეტენზიულობით ეკიდება. შესაძლებელია, არაფრის დიდებით არ ჭამოს შერეული საკვები. ახასიათებს ასევე კერძების დაყნოსვა ჭამის წინ და სხვა უცნაურობები. ქალწული ასოციალური ბავშვია, ნუ აიძულებთ მას თანატოლებში გარევას, თუ ეს არ უნდა. ხშირად ამ ბავშვებს სახლში ჯდომა და მარტო თამაში უყვართ. ხშირად შეაქეთ იგი იმიტომ, რომ საშინლად თვითკრიტიკულია და თქვენი შექება მასზე მალამოსავით იმოქმედებს. გაგრძელება

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93