სალომე გოგიაშვილის 3 ძიძა და 1 დამხმარე

სალომე გოგიაშვილის 3 ძიძა და 1 დამხმარე
დიასახლისებს ოჯახისთვის დამხმარე ქალის შერჩევა ძალიან უჭირთ. შვილებისთვის ძიძის აყვანის საკითხთან დაკავშირებით, კიდევ უფრო დიდ სიფრთხილეს იჩენენ... სალომე გოგიაშვილს აქვს ის კომფორტი, რომ შვილების მოვლაში და სახლის მოწესრიგებაში სანდო ადამიანები ეხმარებიან.

- კერძების მომზადება ძალიან მიყვარს და კარგადაც გამომდის. ხშირად არა, მაგრამ როდესაც დიასახლისობას გადავწყვეტ, გემრიელ საჭმელს ვამზადებ. ამბობენ, რომ "კარგი ხელი" მაქვს. სახლის დალაგებას კერძების მომზადება მირჩევნია, რადგან დალაგება მიჭირს: სახლი დიდია და უამრავი ბავშვის ფონზე, როგორც უნდა დავალაგო, მაინც სულ დასალაგებელია. ამ საქმეში
დამხმარე ქალი მეხმარება.

- რამდენი ხანია, რაც დამხმარე ქალი თქვენთან თანამშრომლობს?
- საერთოდ, სახლში უცხო ადამიანის შემოშვება და მისთვის პირადი სივრცის, ნივთების ნდობა ძალიან რთულია. ჩვენს შემთხვევაში, დამხმარე ქალი ახლობლის ოჯახიდან მოვიდა და უკვე დაახლოებით 3 წელია, ჩვენთან არის. ერთმანეთს პატივს ვცემთ და ძალიან გვიყვარს.

- დამხმარე ქალის გარდა, ძიძაც გყავს?
- კი, რა თქმა უნდა. ძიძები ძალიან რთულად ვიპოვე, რადგან ცხადია, ისეთი ადამიანი გინდა, ვისაც შვილს ანდობ. შეიძლება სახლის დალაგებისას რაღაცებზე თვალი დახუჭო, მაგრამ ბავშვის მოვლა უმნიშვნელოვანესია - ძიძა ფრთხილად უნდა შეარჩიო. ამ შემთხვევაშიც ძალიან გამიმართლა: ახალგაზრდა ძიძა მყავს. სხვათა შორის, გასათხოვარია და შეგიძლიათ, ესეც დაწეროთ (იცინის)... ძალიან ლამაზია. აი, დიასახლისი ის არის: იმერელი გოგონაა და ისეთ საჭმელს გვახვედრებს ხოლმე და ბავშვს ისე უვლის, რომ ბევრს შეშურდება. მის გარდა, კიდევ ორი ძიძა მყავს. ისინი დანარჩენი ბავშვების მოვლაში მეხმარებიან. ძალიან გამიმართლა: ჩემი შვილებისთვის ბებიებივით არიან, ძიძებად ვერ აღვიქვამ. ყველას ოჯახის წევრად მივიჩნევ, ვინც ჩემთან მუშაობს.

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძვნია თავი?
- საერთოდ, სასოწარკვეთილი არანაირ სიტუაციაში არ ვარ. თუკი ვხვდები, რომ დეპრესიული განწყობილება ცოტათი შემომეპარა, ვცდილობ, ეს მაქსიმუმ, რამდენიმე საათს გაგრძელდეს. სასოწარკვეთილი ადამიანები არ მიყვარს და ბუნებრივია, ასეთს საკუთარ თავსაც ვერ ვიტან.

- ოდესმე ვინმეს გაუკრიტიკებიხარ, საკუთარ შვილებს თავად რატომ არ უვლიო?
- შინ რამდენი ქალიც უნდა იყოს, როცა სახლში ვარ, ბავშვების მოვლაში აბსოლუტურად ბოლომდე ჩართული ვარ.

- შვილების მოვლას დამოუკიდებლად შეძლებდი?
- უბრალოდ, სხვადასხვა ასაკის არიან. უფროსებს გაკვეთილები აქვთ, მასწავლებლებთან მათი წაყვანა-წამოყვანაა საჭირო, თორემ რატომაც არა? შევძლებდი.

- მეგობრული მშობელი უფრო ხარ თუ მკაცრი?
- მეგობრული ვარ, ყოველ შემთხვევაში, ამას ვცდილობ. თუმცა, ჩემმა შვილებმა ზუსტად იციან, რა არ უნდა გაბედონ. რა თქმა უნდა, შეცდომას ყველა ბავშვი უშვებს, მაგრამ ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ - სულ ვასწავლი... ვცდილობ, ბავშვებთან ვიურთიერთო, რომ რაღაც არ გამომეპაროს. ბევრი მშობელი ამბობს, - შვილი რამეს როგორ გამომაპარებს? შანსი არ არისო, მაგრამ მერე, სწორედ ასეთი მშობლები ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. ამიტომ შვილებთან მეგობრობას ვცდილობ, ოღონდ - ისე, რომ ზღვარს არ გავცდე. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
22
საინტერესოა თვითონ რას აკეთებს? მერე იტყვის მე გავზარდეო.
16:03 / 22-03-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93