ჩვენი პატარები დაბადებიდანვე ისაკუთრებენ როგორც გენეტიკურ თვისებებს, ისე ხასიათის შტრიხებს, რომელიც მათ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ებოძათ.
ხშირად ისე ხდება, რომ დედა ან მამა ვერ ახერხებს, საერთო ენა გამონახოს ბავშვთან, მიმართავს რა ათასგვარ მეთოდს, დაწყებული წახალისებით, დასრულებული მომატებული სიმკაცრით, სასურველი შედეგი მაინც არა და არ ჩანს...
ჰოდა, იქნებ ასტროლოგიური კუთხითაც გეცადათ მიდგომა? მერწმუნეთ, გაამართლებს.
ვერძს რომ რამე გააკეთებინოთ, ნუ ჩაუდგებით ჯიბრში. მიეცით მოქმედების თავისუფლება და უთხარით, რომ მიუხედავად ცუდი საქციელისა, მაინც ძველებურად გიყვართ. თავს მოიკლავს და საპირისპიროში დაგარწმუნებთ მალე.
კუროს ნურასოდეს აიძულებთ აჩქარებას და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას. ეს მას ფსიქოლოგიურ სტრესში აგდებს, რაც ერთიორად ზრდის მის სიჯიუტეს მშობლის მიმართ. დროებით თავი დაანებეთ და მიეცით ვადა შექმნილი სიტუაციის გასაცნობიერებლად.
ტყუპის მოუსვენრობა და ცვალებადობა ხშირად იწვევს გაცილებით უფრო გაწონასწორებული და დისციპლინირებული მშობლის გულისწყომას. აზრი არ აქვს მის დაშინებას ან დასჯას. აჯობებს, რაიმე სახის ინტელექტუალურ საქმიანობაში გამოიწვიოთ – მაგალითად, ათ დღეში სამი წიგნი წაიკითხოს... მერე კი საოჯახო "რა, სად, როდის" გაუმართეთ მიღებული ცოდნის გამოსარკვევად.
კირჩხიბი იშვიათი ემოციური, სათუთი ბავშვია. ამიტომ მასთან ხმის ტონის აწევით არასოდეს არაფერი გამოგივათ. პირიქით, იგი უფრო და უფრო ჩაიკეტება. მოეპყარით თბილად, გულახდილად ჰკითხეთ ცუდად მოქცევის მიზეზები და არავითარ შემთხვევაში არ დასაჯოთ. ასე იგი თავს დაცულად იგრძნობს. შესაბამისად, დაფარული საიდუმლო აღარ ექნება.
ლომის წახალისება და სტიმულაცია მისი თავმოყვარეობის "პულტზე" გადის. ამ ბავშვს ხშირად სდებენ ბრალს სიზარმაცესა და მუქთახორობაში. სახალხოდ უნდა შეარცხვინოთ, მხოლოდ ასე გამოიღვიძებს მასში ლომური სიამაყე და ნებისმიერ ფასად ეცდება, საპირისპირო დაამტკიცოს.
ქალწული საკმაოდ ასოციალური და თავისებური ბავშვია. მასთან ურთიერთობისას ტაქტი და სამართლიანობა გჭირდებათ. ხშირად წაახალისეთ ხოლმე ნებისმიერი კარგი საქციელის გამო. ცუდს თუ ჩაიდენს რამეს, არგუმენტირებულად აუხსენით, სად დააშავა. ასე მასთან კომუნიკაცია გაგიადვილდებათ.
სასწორი ბავშვები ხშირად ექცევიან თანატოლების ნეგატიური გავლენის ქვეშ. შესაბამისად, სანამ პირმშოს დასჯით, კარგად გაერკვიეთ სიტუაციის არსში. ბავშვს არასოდეს ეუხეშოთ, საყვედური რბილი ტონით და მკაფიო ახსნა-განმარტების თანხლებით მიეცით. გაგრძელება