საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება. შესაბამისად, მშობლები სასურველი მათგანის შერჩევას მალე შეუდგებიან.
ზოგიერთი მშობელი პირობებისა თუ სამუშაო საათების გამო უპირატესობას კერძო ბაღებს ანიჭებს.
წარმოგიდგენთ ინფორმაციას, თუ რას გთავაზობთ თბილისში არსებული ცნობილი კერძო ბაღები, რათა არჩევანის გაკეთება უფრო მეტად გაგიადვილდეთ.
საბავშვო ბაღი "ჩვენი ეზო"
საბავშვო ბაღში სწავლა 09:00 საათიდან 19:00 საათამდე მიმდინარეობს, გადასახადი კი ყოველთვიურად 300 ლარია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, თითოეულ ჯგუფში საშუალოდ 13-14 ბავშვია, რომელთაც წლინახევრიდან სკოლის ასაკამდე იღებენ. რაც შეეხება აქტივობებს, ბაღში დგამენ სპექტაკლებს, აქვთ ხელოვნების, ისტორიის, ბალეტის, მითოლოგიის, მათემატიკის, ქართული ენის
Advertisement
გაკვეთილები. გარდა ამისა, ბაღში მოქმედებს რუსული და ინგლისური ენების საათები.
ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი - ABC
ბაღში ბავშვების მიღება დილის 08:30 საათზე იწყება, სამუშაო პროცესი კი 19:30 საათზე სრულდება. ბავშვებს დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობასთან ერთად, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებსაც ასწავლიან. ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, კვირაში ერთხელ სასწავლო პროცესში უცხოელი კოორდინატორიც ერთვება.
ბაღში ბავშვის მიყვანის შემთხვევაში ყოველთვიურად 350 ლარს გადაიხდით. გარდა საგაკვეთილო პროცესისა, ბრიტანულ-ქართულ ბაღში ბალეტის, ცურვისა და სხვადასხვა წრე ფუნქციონირებს, ასწავლიან ჭადრაკს. ამასთან, ბავშვებს სპორტულ აქტივობებში ჩართვის საშუალებას აძლევენ. რაც შეეხება ბავშვების რაოდენობას, ის 10-დან იწყება და დაახლოებით, 20-მდე მერყეობს, აღსაზრდელებს კი 8 თვიდან იღებენ. წაიკითხეთ გაგრძელება