მათ შვილი მოუკვდათ, მაგრამ მშობლებმა გამონახეს მეთოდი, ძმებთან ერთად სიმბოლურად დაეფიქსირებინათ ის ფოტოზე

მათ შვილი მოუკვდათ, მაგრამ მშობლებმა გამონახეს მეთოდი, ძმებთან ერთად სიმბოლურად დაეფიქსირებინათ ის ფოტოზე
ამ ფოტოზე პეპელა განსაკუთრებულ როლს თამაშობს.

ბავშვებს, რომლებიც დაბადებისთანავე გარდაიცვალნენ, ”ცისარტყელას” უწოდებენ, რომლებიც დედის მუცლიდან პირდაპირ ცაში წავიდნენ...

სამი წლის წინ ამ წყვილმა მძიმე დანაკლისი გადაიტანა. მათი მეორე შვილი ვადაზე 8 კვირით ადრე დაიბადა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ბიჭს პოტერის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს ( მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია თირკმლის უკმარისობით).


სინდი და ჯიმ ბობ ჰაგერტონებს, 12 თვის მერე კიდევ ერთი შვილი, ტეიტი შეეძინათ.
ერთი წლის შემდეგ კი - უიტენი. მათ ოჯახში ახლა ოთხი ბავშვია.



მშობლებს არც ერთი წუთით არ დავიწყებიათ, რომ მათ ოჯახში წესით 5 ბავშვი უნდა ყოფილიყო. ამიტომ გადაწყვიტეს, მოეწყოთ ფოტოსესია, სადაც  სიმბოლურად მათი გარდაცვლილი ბიჭუნა - ევანსიც იქნებოდა...

”ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა რაღაც, რაც სამ ბიჭს ერთმანეთთან დააკავშირებდა. ჩვენ გავაკეთეთ ცისარტყელა ორ შვილთან ერთად და მათ თავზე - პეპელა, რომელიც მათი გარდაცვლილი ძმის სიმბოლოა” - ჰყვება ფოტოგრაფი ნატაშა ჰანსი.  



წყარო: womansday.com

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93