ამ ფოტოზე პეპელა განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
ბავშვებს, რომლებიც დაბადებისთანავე გარდაიცვალნენ, ”ცისარტყელას” უწოდებენ, რომლებიც დედის მუცლიდან პირდაპირ ცაში წავიდნენ...
სამი წლის წინ ამ წყვილმა მძიმე დანაკლისი გადაიტანა. მათი მეორე შვილი ვადაზე 8 კვირით ადრე დაიბადა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ბიჭს პოტერის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს ( მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია თირკმლის უკმარისობით).
სინდი და ჯიმ ბობ ჰაგერტონებს, 12 თვის მერე კიდევ ერთი შვილი, ტეიტი შეეძინათ. ერთი წლის შემდეგ კი - უიტენი. მათ ოჯახში ახლა ოთხი ბავშვია.
მშობლებს არც ერთი წუთით არ დავიწყებიათ, რომ მათ ოჯახში წესით 5 ბავშვი უნდა ყოფილიყო. ამიტომ გადაწყვიტეს, მოეწყოთ ფოტოსესია, სადაც სიმბოლურად მათი გარდაცვლილი ბიჭუნა - ევანსიც იქნებოდა...
”ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა რაღაც, რაც სამ ბიჭს ერთმანეთთან დააკავშირებდა. ჩვენ გავაკეთეთ ცისარტყელა ორ შვილთან ერთად და მათ თავზე - პეპელა, რომელიც მათი გარდაცვლილი ძმის სიმბოლოა” - ჰყვება ფოტოგრაფი ნატაშა ჰანსი.
წყარო: womansday.com