მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, იმდენად იშვიათად ვხდებოდი ავად, რომ ეს ამბავი მიხაროდა.
რა თქმა უნდა, სკოლაში არ წავიდოდი, საწოლში ვიწვებოდი, ტელევიზორს ვუყურებდი, დავხატავდი, წიგნებს წავიკითხავდი და დავისვენებდი.
განსაკუთრებით, დედის ფეხის ხმის მოახლოება მიხაროდა. მოუთმენლად ველოდი, როდის შემოაღებდა ჩემი ოთახის კარს და ლანგარზე დაწყობილ სასუსნავებსა და ჟოლოსმურაბიან ჩაის როდის შემომიტანდა.
ახლა ბავშვებსაც და დიდებსაც ისე ხშირად ემართებათ ათასნაირი ვირუსი, რომ საწოლში ჩაწოლა ნამდვილად აღარავის უხარია.
სამსახურში მთელი დღე მოუსვენრად ვიყავი და ყოველ წუთს საათს ვუყურებდი, რადგან ჩემი ორი შვილი სიცხიანი მელოდა სახლში. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა სამუშაო დღე და როდის ვნახავდი მათ. ვიცოდი, რომ მადა საერთოდ არ ჰქონდათ და მთელი დღე თითქმის მშივრები იყვნენ... მე კი, ძალიან მინდოდა მათი გახარება, მაგრამ ვერაფრით მოვიფიქრე, რა წამეღო სახლში.
გამოსავალი ადვილად მოვძებნე. ჩემს საყვარელ ონლაინგაყიდვების საიტს - hotsale.ge-ს ვესტუმრე, რომ აქციებს გავცნობოდი. ძალიან გამიხარდა, როდესაც Dunkin’ Donuts-ის შეთავაზება ვნახე. 2-ლარიანი ვაუჩერით უგემრიელესი ქათმის პანინის კომბო მენიუსა და დონატის (2 პერსონაზე) შეძენა 19 ლარად იყო შესაძლებელი. დანაზოგი თითქმის 9 ლარამდე გამოდიოდა...
თანაც, Dunkin’ Donuts-ი ჩემს სამსახურთან, საკმაოდ ახლოს იყო და ზუსტად ვიცოდი, რით გავახარებდი ბავშვებს.
დონატებზე რომ გიჟდებიან, ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ კიდევ რა შეიძლება გაუხარდეს ყველაზე მეტად ბავშვს? - რა თქმა უნდა, გემრიელი სენდვიჩი, კარტოფილი და "კოკა-კოლა". ხარისხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია! Dunkin' Donats-ის გემრიელობები - საქართველოში, ქართული ინგრედიენტებით მზადდება და ყოველთვის ახალია!
არც შევმცდარვარ! როგორც კი პაკეტზე ნაცნობ ვარდისფერ ლოგოს მოჰკრეს თვალი, მაშინვე ხასიათზე მოვიდნენ. არ მახსოვს, ასე გემრიელად ოდესმე რამე ეჭამოთ... მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს სიცხე არც ერთს აღარ ასწევია, კომბო მენიუსა და გემრიელი დონატების ხათრით, საწოლიდან არ გამომძვრალან.
ახლა უკვე ვიცი, რა ებრძვის გაციებას ყველაზე ეფექტურად: Dunkin’ Donuts-ის მენიუ, რომელიც ბავშვს ბედნიერს ხდის