პატარა ჩარლი გარდის ამბავმა მსოფლიო შეძრა. სტარსბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლომ, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, ბავშვს ყველაზე მთავარი - სიცოცხლის უფლება წაართვა, უგულებელყო მშობლების სურვილი, რადაც უნდა დაუჯდეთ, გადაარჩინონ თავიანთი შვილი. იძულებითი ევთანაზიის გადაწყვეტილება პრაქტიკულად იგივეა, რაც ბრალდებულის სიკვდილით დასჯა...
ლონდონის საავადმყოფოში უკვე 8 თვეა, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავთ ავადმყოფი პატარა. ექიმებმა დაიჟინეს, რომ მისი დახმარება არაფრით აღარ შეიძლება და მას ღირსეულად სიკვდილის საშუალება უნდა მისცენ. მშობლებსაც, რომელთაც აქვთ ამის ფინანსური სახსრები, არ აძლევენ საშუალებას, ბავშვი სხვა საავადმყოფოში ან სხვა ქვეყანაში წაიყვანონ სამკურნალოდ.
ჩარლი 4 აგვისტოს დაიბადა და ერთი შეხედვით, სრულიად ჯანმრთელი ჩანდა, თუმცა 8 კვირისამ მოულოდნელად წონაში დაიწყო კლება. მას მწვავე დიაგნოზი დაუსვეს - მიტოქონდრიალური დნმ-ის განლევის სინდრომი. ეს გენეტიკური დაავადება იწვევს კუნთებისა და თავის ტვინის დასნებოვნებას. ექიმებმა გამოაცხადეს, რომ დაავადება განუკურნებელია და სასამართლოს მიმართეს... სრულად წაიკითხეთ mshoblebi.ge-ზე