"ჩემი ცოლის დაქალების" მთავარი გმირის, ნინას მშობიარობას სერიალში თუ რეალურ ცხოვრებაში მაყურებელი მოუთმენლად ელოდა. მართალია, ნინამ სეზონის ბოლოს გააჩინა მეხუთე შვილი, მაგრამ რეალურად, მსახიობმა 25 ივლისს იმშობიარა და მეორე გოგონა, თაია შეეძინა.
სერიალში ანამ სამშობიაროდ დავარაშვილის კლინიკა აირჩია, კლინიკამ კი, თავის მხრივ, მსახიობს საჩუქარი გაუკეთა და უფასო მშობიარობით დაასაჩუქრა.
სწორედ ამ კლინიკის "ფეისბუქგვერდი" აქვეყნებს პირველად რამდენიმე დღის თაია ბარამიძის ფოტოს, რომელიც ოჯახთან ერთად მშვენივრად პოზირებს. იხილეთ ფოტოები