უკანასკნელი შობა: 6 წლის სილამაზის დედოფლის მკვლელობა, რომელიც დღესასწაულის ღამეს მოხდა

უკანასკნელი შობა: 6 წლის სილამაზის დედოფლის მკვლელობა, რომელიც დღესასწაულის ღამეს მოხდა
1996 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა მკვლელობა, რომელმაც მსოფლიო შეძრა: 6 წლის ჯონბენეტ რემსი მკვდარი იპოვეს თავისივე სახლის სარდაფში. ტრაგედია შობის ღამეს მოხდა და უამრავი კითხვის ნიშანი დატოვა, რომლებსაც ძიება დღემდე ვერ პასუხობს. ყველაზე საოცარი ამ ამბავში მშობლების ქმედებები იყო, რომლებიც მთავარ ეჭვმიტანილებად მოიაზრებოდნენ... თუმცა მივყვეთ მოვლენებს.

1990 წელს დაბადებული ჯონბენეტი უამრავი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო. დედ-მამა აქტიურად უკეთებდა გოგონას პოპულარიზაციას, აღებინებდნენ მონაწილეობას კონკურსებში, შოუებში და არც ისე ცოტა ფულს შოულობდნენ ამით. თუმცა რემსების ოჯახი ისედაც
შეძლებულ ოჯახად მიიჩნეოდა.

1996 წელს რემსები პატარა ქალაქ ბოულდერში ცხოვრობდნენ. მამას კომპიუტერული ფირმა ჰქონდა და პროგრამული უზრუნველყოფის დისტრიბუციით იყო დაკავებული. დედა, "მის ამერიკის" ყოფილი მონაწილე, ბავშვებს უვლიდა – ჯონბენეტსა და მის უფროს ძმას, ბერკს.
შობის ღამეს, 25 დეკემბერს ოჯახობა შობის აღსანიშნავად მეგობრებთან გაეშურა. იმხიარულეს, სანტა-კლაუსთან გაერთნენ და ღამით სახლისკენ დაიძრნენ.

mshoblebi
მშობლების ნაამბობის თანახმად, გზაში დაღლილ ჯონბენეტს დაეძინა. მამამ ხელში აყვანილი შეიყვანა თავის საძინებელში და დააწვინა. უკანასკნელად სწორედ მაშინ, ღამის 10 საათზე იხილეს შვილი ცოცხალი მშობლები. რა მოხდა შემდეგ, არავინ იცის...

26 დეკემბერს დილით პატრისია რემსიმ პოლიციაში დარეკა. სახლში იპოვეს ბარათი 118 ათასი დოლარის გამოსასყიდის მოთხოვნით, რომელსაც თითქოსდა გატაცებული ბავშვის დასაბრუნებლად ითხოვდნენ. თუმცა მალე რემსიმ და მისმა მეგობრებმა, რომლებიც სახლის ყველა კუნჭულს ათვალიერებდნენ, სარდაფში იპოვეს ჯონბენეტის ცხედარი. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას თავის ქალის ტრავმა ჰქონდა, დამხრჩვალი იყო და სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის კვალიც ეტყობოდა. ქვედა საცვალზე აღმოჩენილი იყო სისხლის კვალი, რომელიც უცნობ პირს, როგორც მერე გაირკვა, მამაკაცს ეკუთვნოდა. გაგრძელება + ფოტოები



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93