ანას ქართველი დედა ჰყავს, თუმცა უცხოეთში დაიბადა და დღეს გერმანიაში ცხოვრობს.
ისიც პირველკლასელია. ვიფიქრეთ, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, როგორ ემზადებიან გერმანელი პირველკლასელები და რა სხვაობა თუ მსგავსებაა ჩვენს რეალობასთან.
გაინტერესებთ ალბათ, რატომ უჭირავს ანას თაიგულის ფორმის სასაჩუქრე ყუთი. ეს ადგილობრივ განათლების სისტემაში დამკვიდრებული ტრადიციაა - ბავშვები ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში თავიანთი ხელით ამზადებენ ამ ყუთებს, რომელიც სკოლაში წასვლის წინ მშობლებმა საჩუქრებით უნდა გაუვსონ.
ანას დედა, ნატო ბეჟანიშვილი თავადაც მასწავლებელია და თბილისში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ნატო ამბობს, რომ სკოლისგან ერთი თვით ადრე მიიღეს იმ სასკოლო სახელმძღვანელოებისა და ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც სწავლის დაწყებამდე უნდა მოიმარაგონ.
ნატო ბეჟანიშვილი:
"ჩანთა ჩემი გემოვნებით მქონდა ნაყიდი და აღმოჩნდა, რომ იმ ჩანთით არ დაგვიშვებდნენ. ზუსტად მიგვითითეს, რომელი ჩანთა უნდა ჰქონოდა - სპეციალური მასალისგანაა დამზადებული და ძალიან მსუბუქია. სპეციალური ძირი აქვს, რომ იატაკზე დაიდგას და არ გადაბრუნდეს.
ეს ჩანთა 1-4 კლისისთვისაა გათვალისწინებული, დიდდება და პატარავდება ბავშვის ზომის მიხედვით. მოჰყვება ფანქრები, პენლები, სპორტული ჩანთა, საუზმისთვის ყუთი და წყლის ბოთლი. გაგრძელება
იხილეთ ვიდეო რა ემოციებით ხსნის ანა საჩუქარს.