"თმის 5 რეზინის" ტექნიკა გასწავლით, როგორ არ უყვიროთ ყველაზე რთულად აღსაზრდელ ბავშვსაც კი!

"თმის 5 რეზინის" ტექნიკა გასწავლით, როგორ არ უყვიროთ ყველაზე რთულად აღსაზრდელ ბავშვსაც კი!
შეინარჩუნო სიმშვიდე და იქონიო მოთმინება ჯიუტი და მავნე ბავშვის (განსაკუთრებით, მოზარდის) აღზრდისას - ძალიან რთულია.

გამოცემა Smart Parenting-ი ერთი საოცრად კრეატიული დედის აღმოჩენის შესახებ გვიამბობს. კონკრეტულად კი, მეთოდის, რომელიც გასწავლით, როგორ არ უყვიროთ ბავშვს ყველაზე რთულ მომენტშიც კი.

შონა ჰარვის ჰყავს სკოლამდელი ასაკის ვაჟი, რომელსაც დედა ხუმრობით "განსაცდელს" უწოდებს. სოციალურ ქსელში შონამ დაწერა:
"ყოველდღიურად საშინელ სტრესს განვიცდიდი, რადგან უბრალოდ ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო ჩემი 4 წლის ვაჟი ასეთი გაუგონარი. გამუდმებით ვტიროდი ამის გამო".

მან ეს
პრობლემა ბლოგერი დედიკოს, კელი ჰოლმსის რჩევით გადაწყვიტა. კელი ამბობს, რომ მშობლების უმეტესობას ცუდი ჩვევა აქვს - ბავშვის ცუდი საქციელი ყვირილითა და ჩხუბით ჩაახშოს. არადა, ყველა ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, მშვიდად და სიყვარულით მოეპყრას ბავშვს ყველა შემთხვევაში.
მსგავსი შემთხვევებისთვის კელიმ ერთი უცნაური, თუმცა ძალიან ეფექტური მეთოდი შეიმუშავა - "თმის 5 რეზინის მეთოდი". როცა დილით ბავშვი იღვიძებს, გაიკეთეთ მაჯაზე (იმ ხელზე, რომელსაც ხშირად იყენებთ) 5 ცალი თმის რეზინი.


მთელი დღის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როცა შვილს ეჩხუბებით, გადაიტანეთ რეზინი ერთი მაჯიდან მეორეზე. მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ დღის ბოლოს ყველა რეზინი თავის ადგილას დაბრუნდეს.
თუკი მაინც ვერ ითმენთ და ეჩხუბებით ბავშვს, ყოველ დაყვირებაზე გააკეთეთ თითო მარტივი ქმედება, გადაიტანეთ ერთი რეზინი ერთი მაჯიდან მეორე მაჯაზე.

ცნობილი ფსიქოლოგი ჯონ გოთმანი ამ მეთოდს "მაგიურ შეთავსებას" უწოდებს.
ექიმმა აღმოაჩინა, რომ ყოველ უარყოფით ქმედებაზე აუცილებელია გააკეთოთ 5 დადებითი ქმედება.
ასე მიიღწევა საბოლოოდ სრული ბალანსი. დადებითი ქმედებები შეიძლება იყოს ყველაზე მარტივი: ჩაეხუტოთ ბავშვს, მოყვეთ სახალისო ისტორია, ითამაშოთ მასთან, დახატოთ შვილთან ერთად და ასე შემდეგ.

5 რეზინის მეთოდი - ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია, თავი შეიკავოთ სიბრაზისგან. შონა ამტკიცებს, რომ თავადაც გამოიყენა ეს მეთოდი და ძალიან კმაყოფილია:

"დღის ბოლომდე 5-ვე რეზინი თავის ადგილზე დაბრუნდა. ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით. როგორც იქნა, მოვთოკე თავი. ამ მარტივმა მეთოდმა ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანა."






FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93