ბავშვებმა მამას სათამაშო სახლის აშენება სთხოვეს, შედეგად ნამდვილი ვილა მიიღეს

ბავშვებმა მამას სათამაშო სახლის აშენება სთხოვეს, შედეგად ნამდვილი ვილა მიიღეს
იქ მარტო თამაში კი არა, ცხოვრებაც შეიძლება!
ეს სახლი იმდენად კარგია, ბევრი ცხოვრებას ინატრებდა, მაგრამ ის პატარა გოგონებს ეკუთვნით, რომლებსაც ძალიან გაუმართლათ მამიკოში.

5 წლის ეივერი დიდი ხანი სთხოვდა მამას სათამაშო სახლის აშენებას, სადაც თავის პატარა დასთან, 2 წლის ვიოლეტასთან ერთად ითამაშებდა. ადამ ბოიდის (პროფესიით მშენებელი) შვილის სურვილი ახალგაზრდა მამიკოსთვის კი კანონია. 


«შენების დროს ჩემს შვილებზე ვფიქრობდი და მინდოდა, რომ მათ შედეგით ეამაყათ», - ამბობს ადამი. ჩანაფიქრის ასრულებას ერთი წელი დასჭირდა.   


ამ სახლში 2
სართულია, სადაც განთავსებულია საქანელები, სასრიალო, კიბე და სხვა გასართობი რამ.  

სახლში სათამაშო სამზარეულო, ბევრი წიგნი და სათამაშოებია. კედლები ორ ფერშია შეღებილი: ღია და მუქ იასამნისფერში.  

გოგონები ამ სახლში სათამაშოდ ყოველდღე დადიან. 

წყარო: today.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ეკატერინე
ყოჩაღ. მეც მინდა ბიჭებისთვის
11:50 / 29-09-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93