უნიჭიერესმა და ულამაზესმა ნინო მაჩაიძემ, რომელსაც ხშირად ოპერის ანჯელინა ჯოლის უწოდებენ ხოლმე, კონცერტებითა და ცნობილი ოპერებით მთელი მსოფლიო მოიარა.
მღერის მთავარ პარტიებს, ხსნის და ხურავს საოპერო სეზონებს მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე. მრავალჯერ აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ და მსოფლიოს ლამაზი საოპერო მომღერლების ათეულში პირველ ადგილზე შეიყვანეს. ხშირად ჩამოდის საქართველოში მასტერკლასებითა და საქველმოქმედო კონცერტებით... 2011 წლის 26 სექტემბერს ნინო დაქორწინდა იტალიელ ბარიტონ გვიდო ლოკონსოლოზე. ჰყავთ ერთი ვაჟიშვილი - ალესანდრო ლოკონსოლო. ნინო მეუღლესა და შვილთან ერთად მილანში ცხოვრობს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, გადატვირთული გრაფიკის გამო, რომელიც რამდენიმე წლით ადრე აქვს დაგეგმილი, მუდმივად ჰაერში უწევს ყოფნა, თან ალესანდროსაც დაატარებს და განაგრძობს საოპერო მწვერვალების დაპყრობას...
ასეთი თავბრუდამხვევი წარმატებების მიუხედავად, ნინო მაჩაიძისთვის დედობა უპირველესია... თუ როგორი დედაა მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო, ამის შესახებ თავად გვესაუბრება...
- დედობა ულამაზესი, სასწაული შეგრძნებაა... ჯერ კიდევ, ვიდრე ალესანდრო დაიბადებოდა, ორსული მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე ვიდექი. ყველაზე სამახსოვრო იყო ბარსელონაში, სადაც მთავარ პარტიას ვასრულებდი. ძალიან ბევრი მოძრაობა მიწევდა სცენაზე და თავს იმდენად მხნედ ვგრძნობდი, რამდენიმე სცენა სასაცილოც კი გავხადე... განაგრძეთ კითხვა mshoblebi.ge-ზე.