ამის შესახებ ევამ გადაცემა "ანფასში" ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის ამ ტიპის შემოთავაზება მოულოდნელი იყო. "საერთოდ არ ველოდებოდი, ამხელა საავადმყოფოს ჩემი გადაღება თუ მოუნდებოდა. მართლა არ მეგონა. სარეკლამო ფოტოს აქ დაკიდებენ ბანერებზე და მე და შორე ვიქნებით გამოსახულნი".
ევამ, გარდა სარეკლამო შემოთავაზებებისა, მომავლის გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი ოცნებაა, ცნობილი მოდელი გახდეს.
"ძალიან მინდა, რომ ჟურნალებში გამოვჩნდე, საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. ბევრი ბრენდია ისეთი, რომლის სახეც მინდა გავხდე. ისე, ძალიან სასიამოვნო არ არის, ყველა რომ გიცნობს. ასეთი პოპულარობა არ მინდოდა, სიმართლე გითხრათ. იმედია, შევეჩვევი. ჩემი თავი არ მგონია დიდი ვინმე. იმიტომ, რომ ჩემი უბედური შემთხვევის გამო გავხდი ასეთი პოპულარული, მაგრამ რომ მეუბნებიან, პოპულარული ხარო, არ მგონია, რომ პოპულარული ვარ. მე ვარ პოპულარული იმიტომ, რომ შორენას შვილი ვარ".
საუბრისას ევას შორენასა და მისი ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა .... განაგრძეთ კითხვა