ეს გოგონა მე-17 დაბადების დღის აღნიშვნას საყვარელი ფილმების ყურებით და წიგნების კითხვით აპირებდა.
მაგრამ ამის ნაცვლად, საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც პირველი შვილი ვადაზე ადრე გააჩინა.
შანისი (მანჩესტერიდან) 16 წლის ასაკში დაორსულდა. მას ყველა ეუბნებოდა: "ბავშვი ცხოვრებას დაგინგრევს, უარი თქვი მასზე". მაგრამ გოგონას მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი მისი გაჩენა. მას მხარი მამამ დაუჭირა, რომელმაც ის მარტომ გაზარდა.
პატარა მეისი-ჯეინი ვადაზე ადრე დაიბადა და სულ რაღაც 910 გრამს იწონიდა. შანისის თქმით, ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრა. ის უყურებდა ჩვილს და თვალებს არ უჯერებდა. პაწაწინა მეისი პლასტიკის პაკეტში იყო გახვეული, რაც ეხმარებოდა სხეულის ტემპერატურის დარეგულირებაში. მას სუნთქვის პრობლემები ჰქონდა და სიცოცხლისთვის იბრძოდა.
შანისი ამბობს, რომ მარტოხელა დედების ცხოვრება, რომლებიც მამასთან ერთად, პატარა ბინაში ცხოვრობენ, საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, ის არასოდეს გაცვლიდა ამ მომენტებს მეგობრებთან წვეულებაზე და კლუბებში სიარულზე.
"პატარას მოვლა გაცილებით ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ძალიან ბევრი ღამე გამითენებია, მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდი" - ამბობს შანისი.
როდესაც პატარა წამოიზარდა, შანისმა კოლეჯის დამთავრება შეძლო და მედდის პროფესიას დაეუფლა.
"სამედიცინო პერსონალის მუშაობას ვაკვირდებოდი, რომლებმაც ჩემი პატარა გადაარჩინეს და ვფიქრობდი, ოდესმე მეც გავხდები მედდა და რომელიმე დედას დავეხმარები..."
გოგონა ამაყობს, რომ არ გაიკეთა აბორტი.
"მე ვხარობ ყოველი დღით, რომელსაც ჩემს არაჩვეულებრივ შვილთან ერთად ვატარებ. მინდა, რომ ისიც ამაყობდეს ჩემით. ბევრი მეუბნებოდა, რომ ის ჩემს ცხოვრებას გაანადგურებდა, მაგრამ ახლა მე ბედნიერი ვარ! ის საუკეთესო საჩუქარია!"
წყარო: thesun.co.uk
როცა მამობა - ნიჭია! მამაკაცი თავისი პატარა ქალიშვილისთვის წარმოუდგენელ ფოტოებს იღებს