კომაროვსკი ამოსახველებელი საშუალებების ბავშვებისთვის მიცემის წინააღმდეგია! ის 4 მიზეზს ასახელებს

კომაროვსკი ამოსახველებელი საშუალებების ბავშვებისთვის მიცემის წინააღმდეგია! ის 4 მიზეზს ასახელებს
ბავშვის ჯანმრთელობა მშობლებისთვის უმთავრესია, მაგრამ ხდება ისეც, რომ როდესაც პატარა გაციებულია, დახმარების მცდელობისას პირიქით, ვნებენ მის ჯანმრთელობას. ამაში დარწმუნებულია ცნობილი უკრაინელი ექიმი-პედიატრი კომაროვსკი.

კომაროვსკის ხშირად ესმის დედებისგან ჩივილები, რომ ამოსახველებელი საშუალებები კიდევ უფრო ართულებს ხველას. ისინი ამ საშუალებებს აფთიაქის გამყიდველის რჩევით იძენენ და არა კვალიფიციური ექიმისა.

კომაროვსკის თქმით, არ შეიძლება ბავშვმა მიიღოს ამოსახველებელი საშუალებები და აი, რატომ:


ამოსახველებელი საშუალებები სისველის რაოდენობას ზრდის და როდესაც სისველე იზრდება, შესაბამისად, ხველაც ძლიერდება.

აი, რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი ამოსახველებელი საშუალებების
გამოყენებისას:


1. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებს მუკოლიტიკები. მათ გვერდითი მოვლენები აქვთ და ჯანმრთელობისთვის საშიშია. ეს ეხება შემდეგ საშუალებებს: აცეტილცისტეინი, კარბოცისტეინი, ამბროქსოლი, ბრომგექსინი, სორბეროლი, ნელტენექსინი, ერდოსტეინი, ტელმესტეინი.
ამის ნაცვლად დაალევინეთ ბავშვს დიდი ოდენობით სითხე, გამოურეცხეთ ცხვირი, დაატენიანეთ ჰაერი ოთახში, სადაც სძინავს. ეფექტი იგივე იქნება.



2. ამოსახველებელი საშუალებების დანიშნულებაა ფილტვებში სისველის სტიმულაცია. ანუ გაციებისას ისინი სრულიად უსარგებლოა და მავნებელიც კი, რადგან ზიანდება ზედა სასუნთქი გზები - ცხვირი, ყელი.

თუ ბავშვს ამოსახველებელ საშუალებას მისცემთ და დასაძინებლად თბილ, ჰაერისგან გამომშრალ ოთახში დააწვენთ, დილით მას ძლიერი ხველის შეტევა ექნება. შედეგად, შესაძლოა, ბრონქიტი და ფილტვების ანთება დაემართოს.

3. გახსოვდეთ ამოსახველებელი საშუალებების ეფექტურობა დიდი ოდენობით სითხის მიღებასთან შედარებით!

4. ნუ გადაამეტებთ მკურნალობას. დახმარების სურვილმა შესაძლოა, პირიქით, ავნოს ბავშვს. ნუ წამოეგებით რეკლამებზე და ნუ უგდებთ ყურს "მცოდნეების" რჩევებს. მიმართეთ კვალიფიციურ ექიმს!

კომაროვსკის თქმით, მშობლებს არ აქვთ მორალური უფლება, მისცენ ბავშვს ამოსახველებელი საშუალება, თუნდაც მას ბრონქიტი ან ფილტვების ანთება ჰქონდეს. რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ ამოსახველებელი საქმეს არ შველის, საჭიროა კომპლექსური მკურნალობა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93