მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს ახალი ტრენდი - „გამჭვირვალე" საკეისრო კვეთა. ეს ნიშნავს, რომ მომავალ დედას შეეძლება თვალყური ადევნოს საკუთარი ოპერაციის მიმდინარეობას გამჭვირვალე ფარდის მეშვეობით.
ვის სჭირდება ეს?
ჯერ აშშ-ში, შემდეგ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მეტად პოპულარული გახდა ეს ტენდენცია.
ფოტოგრაფმა ალისია ლეონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები საოპერაციოდან, სადაც ჩვეული ქირურგიული ფარდის მაგივრად, გამჭვირვალე პლასტიკის ფარდაა გამოყენებული. ფუნქცია ერთი და იგივე აქვს. განსხვავება არის ის, რომ დედას და ასევე მის ახლობელს (მეუღლეს, დედას), ვინც ესწრება მშობიარობას, აქვს საშუალება, თვალყური ადევნოს ბავშვის ამოყვანის პროცესს.
დედები, რომლებმაც უკვე თავის თავზე გამოსცადეს ახალი ტრენდი, სოციალურ ქსელში უზიარებენ მომავალ დედებს თავიანთ ემოციებს. „ნამდვილი სასაწაულია! მე თვითონ ვიყავი მოწმე საკუთარი შვილის დაბადებისა. მინდოდა, ყველა დეტალი მენახა, რისი საშუალებაც მომეცა. მადლობას ვუხდი ექიმებს ამ ემოციებისთვის". ალისა ლეონი თვლის, რომ ეს ინოვაცია მისასალმებელია: "მშობიარობის დროს დედას ახსოვს, როგორ თანაუგრძნობდნენ, როგორ გამოიყურებოდა, ახსოვს ყველაფერი, რაც საოპერაციოში ხდებოდა. მთავარი კი ის არის, რომ მას ახსოვს ის დაუვიწყარი ემოცია, რაც ბავშვის დაბადებას ახლდა თან". გაგრძელება + ვიდეო