მშობლის "შპარგალკა" - საბავშვო პრობლემები ერთიდან - ათ წლამდე პერიოდში - Marao

მშობლის "შპარგალკა" - საბავშვო პრობლემები ერთიდან - ათ წლამდე პერიოდში

2018-06-15 11:39:47+04:00

საწოლიდან გამოძვრომა

2-3 წელი

თუ ბავშვი ღამღამობით საწოლიდან გამოძვრება ხოლმე და თქვენთან მორბის, თქვენ:
- გამოიჩინეთ სიმკაცრე და საწოლში დასაბრუნებლად გაუშვით.

- ნუ ჩაკეტავთ საძინებელში, ის ხომ ტუსაღი არაა.

- ოთახში შეუსახლეთ და ან ძმა, თუ მარტო დაძინების ეშინია.

- ეცადეთ, საწოლი ისე მოაწყოთ, რომ ჯადოსნური სახლივით დაცული იყოს.

Image result for kid gif

აგრესია

1-5 წელი

ბავშვები ხშირად არიან აგრესიულები:

- ერთი თვის ბავშვი მთელ სამყაროზეა გაბრაზებული, როცა შია.

- 1 წლის ბავშვი გაბრაზებისას დედას სახეში ურტყამს.

- 1,5 წლის გაბრაზებული ფეხებს აბაკუნებს.

- 2 წლის ნიჩაბს ჩაარტყამს ბავშვს, რომელმაც სათამაშო წაართვა.

- 4 წლის დაიქადნის, რომ აუცილებლად დასჯის გამბრაზებელს.

Image result for angry kid gif

3 წელი, კრიზისი

მოთმინებით აღიჭურვეთ

- ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებს.

- გაჯიუტებულია.

- ცდილობს, ყველაფერი თავად გააკეთოს.

- კონფლიქტურია ყველას მიმართ.

- მშობლებს სხვადასხვა უზრდელურ სახელს ეძახის.

- დესპოტური ხდება.

თქვენი მიზანია, არ გაამწვავოთ სიტუაცია და ყველაფერი თამაშში გადაიტანოთ.

ქურდობა

3-5 წელი

თუ ბავშვი სხვისას იღებს, ეს ჯერ ქურდობა არაა.

- უბრალოდ, მოსწონს ნივთი და ვერ ხვდება, რომ მას არ ეკუთვნის, სხვისია.

- ნუ შეარცხვენთ და დაარწმუნებთ, რომ ცუდად იქცევა.

- უბრალოდ, უთხარით, რომ ეს სხვა ბავშვის სათამაშოა, ცოტა ხანში თავადაც მოუნდება მისით თამაში. შენ კი სხვა სათამაშოები გელოდება სახლში.

Image result for kid gif

დედიკოს ბიჭი

2-3 წელი

თუ თქვენს ბავშვს სათამაშო წაართვეს:

- დაიბნევა, თუ ხშირად არ კონტაქტობს თანატოლებთან.

- თუ ტირის და დახმარებისთვის თქვენ მოგმართავთ, მშვიდად აუხსენით, რომ მივიდეს და აიღოს სათამაშო.

- თუ სხვა ბავშვი მუდმივად ართმევს სათამაშოს თქვენს შვილს, რამდენიმე ხანი სხვა სათამაშო მოედანზე წაიყვანეთ და სიმამაცე დაუბრუნდება.

აღგზნება

Image result for kid gif

1-4 წელი

- სწრაფად აღგზნებადია, მოსწონს აქტიური თამაშები და ხშირად კარგავს კონტროლს

- ნებისმიერი თამაში შეიძლება გახდეს ძლიერი განცდის მიზეზი.

- თამაში უნდა იყოს ხანმოკლე, კეთილი და არ უნდა გადაიზარდოს ცემაში.

სასწრაფოდ შეწყვიტეთ თამაში, თუ ბავშვი აღგზნებულია.

აღზრდა

1-10 წელი

- მოერიდეთ მასთან კამათს, წუწუნს.

- ბავშვთან ერთად სიამოვნებით აკეთეთ რამე.

- ხშირად მოეფერეთ, შეაქეთ. დაუმტკიცეთ, რომ გიყვართ.

- ნება მიეცით, რაიმე გააკეთოს თავისებურად.

- შეაქეთ კეთილი საქმისთვის.

სათამაშოების დამტვრევა

2-3 წელი

ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

- ბავშვი არის აქტიური, ვერ აკონტროლებს ემოციებს.

- თუ ბავშვი ავადაა ან დაღლილია, მოარიდეთ რთული, სათუთი სათამაშოები.

- თუ ბავშვი ცნობისმოყვარეა და აინტერესებს, რა აქვს სათამაშოს შიგნით, უყიდეთ უსაფრთხო, მსხვილდეტალებიანი სათამაშოები.

კარგი მანერები

3-4 წელი

- ასწავლეთ გარშემო მყოფების სიყვარული.

- ასწავლეთ "გამარჯობისა" და "მადლობის" თქმა.

- ყურადღებით იყავით ერთმანეთისა და ოჯახის წევრების მიმართ.

- არ მისცეთ შენიშვნა უცხოების თანდასწრებით.