"მა, დღეს შენთან ვრჩები თუ დედასთან?" - ორ სახლს შორის გამოკიდებული ბავშვობა

"მა, დღეს შენთან ვრჩები თუ დედასთან?" - ორ სახლს შორის გამოკიდებული ბავშვობა
მაა, დღეს ისევ შენთან ვრჩები თუ დედასთან?
5 წლის იქნებოდა ან 6-ის. ამ 7 სიტყვით კი თავისი ოჯახის ისტორია მთელ ავტობუსს მოგვიყვა. მას ახალგაზრდა ხმამ უპასუხა, მაგრამ მე უკვე აღარ ვუსმენდი. ახლა მის წარსულში ვმოგზაურობდი. წარმოვიდგინე, როგორ შეუყვარდა ორ გამოუცდელ ბავშვს ერთმანეთი, როგორ გაგიჟდნენ, შეიცვალნენ, გაადამიანურდნენ, საკუთარი სულები ერთმანეთს გაუნაწილეს. დაარწმუნეს ყველა, რომ ცხოვრების სისასტიკეს სიყვარულით სავსე გულებით მოერეოდნენ. მათი ქორწინება ამ გადაწყვეტილების გამართლების მცდელობა იყო. რამდენ ხანს გრძელდება ასეთი
სიყვარული? 3 წელი? ჰო, ამბობენ სიყვარული 3 წელი ცოცხლობსო. იმასაც ამბობენ, ბავშვი ყველაფერს ალაგებსო. თუმცა ეს სხვა ამბის გაგრძელებაა, აქ ბავშვი ყველაფერს ართულებს. თავად ბავშვსაც და ბავშვობის ცნებასაც.

- მა, დღეს რომ შენთან დავრჩე? - გაისმა ისევ.

- შეიძლება, დედას დავურეკოთ. - უთხრა უცხო ემოციით სავსე ხმამ. ნიშნის მოგებით? არა. სიამაყით? არც ეგ. არც გულისწყვეტით და არც პირიქით. იმასაც მივხვდი, არ უნდოდა, თვითონ დაერეკა. ახლა ეს კაცი ლაპარაკსაც ერიდებოდა მასთან, ვინც არცთუ ისე შორეულ წარსულში უყვარდა. ან მე რა ვიცი. ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა და იქნებ ისტორია სულ სხვანაირია, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ 5-6 წლის გოგონა ნანგრევებში მოჰყვა, ოჯახის ნანგრევებში. მისთვის უცხოა ერთ ოჯახად შეკრული დედ-მამა.
იმ დღეს მამასთან დარჩა. ხვალ? ზეგ? ერთი წლის შემდეგ? ასე გაიზრდება მისი არაბავშვური ბავშვობაა? ორ სახლს შუა...
ჩასვლისას მზერა მის ზემოთ-ქვემოთ შეკრულ კიკინებზე დავტოვე და გამიღიმა.

მარიამ ელიაშვილი



მამაჩემმა თავისი მეგობარი თავისი ცოდვების გამოსასყიდად გამაცნო

მამაჩემმა თავისი მეგობარი თავისი ცოდვების გამოსასყიდად გამაცნო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
სოფო
ძნელია ნანგრევებში ცხოვრება. დედისთვისაც, მამისთვისაც და ბავშვებისთვისაც.
17:39 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93