ქალის ცხოვრებაში ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა დედობა, ახალი სიცოცხლის შექმნა დაა მისი უზრუნველყოფა.
გთავაზობთ ქართველი სელებრითების ხუთეულს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ შეეძინათ შვილი და 2018 წლის 3 მარტს, დედების დღეს დედის ამპლუაში შეხვდებიან:
თამო ვაშალომიძეს პატარა სოფია 10 თებერვალს შეეძინა. მოდელმა ბუნებრივი, ფიზიოლოგიური გზით იმშობიარა და ბავშვი იმაზე დიდი წონის დაიბადა, ვიდრე
ელოდნენ, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ნათია დუმბაძეს ამერიკაში მეორე შვილი შეეძინა. გოგონას მომღერალმა ელეი დაარქვა. ბავშვი დათქმულ დროს არ დაიბადა, რამდენიმე დღით დაიგვიანა და სამყაროს 18 თებერვალს მოევლინა. „02.18.18 დაიბადა ჩვენი ნანატრი “ელეი”. 4.225 კგ! დუდუ გვიყვარხარ, დეე“, - დაწერა სოცქსელში მომღერალმა.
რუსა ჩაჩუა ზაფხულში მეოთხე შვილის დედა გახდა. მას და დიმა ნაფეტვარიძეს ვაჟი შეეძინათ. ბავშვს მშობლებმა ალექსანდრე დაარქვეს.
რუსკა მაყაშვილი ოქტომბერში გახდა დედა, მას და მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს. რუსკა აქტიური ორსული იყო, ფეხმძიმე მსახიობს მეგა-შოუ "X ფაქტორი" მიჰყავდა ვანიკო თარხნიშვილთან ერთად.
დიზაინერ ლაკო ბუკიასა და რეზიკო მანჯგალაძეს ზაფხულში შეეძინათ ვაჟი. პატარას იკა დაარქვეს. მილიონერი ექსპარლამენტარის შვილმა და წარმატებულმა დიზაინერმა ბავშვი ჩაჩავას კლინიკაში გააჩინა.
მერიემ კაკაურიძე