ბევრი წიგნი და შემეცნებითი აქტივობები - გარემო, სადაც ბავშვების განვითარებაზე ზრუნავენ

ბევრი წიგნი და შემეცნებითი აქტივობები - გარემო, სადაც ბავშვების განვითარებაზე ზრუნავენ
ბავშვის გართობა, ისე, რომ ის დროის სასიამოვნოდ გატარებასთან ერთად, შემეცნებითი და სასარგებლო აქტივობებით იყოს დაკავებული - ეს არის საკითხი, რომელიც ყველა მშობელს აფიქრებს და აწუხებს. გასართობი ცენტრების უმეტესობა ისეა მოწყობილი, რომ იქ ბავშვები დიდ ენერგიას ხარჯავენ, მუდმივად სათამაშო აპარატებზე თამაშს ითხოვენ, რაც კიდევ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ახალს ვერაფერს სწავლობენ და არც ახალი უნარ-ჩვევები უყალიბდებათ.
როგორი უნდა იყოს გასართობი ცენტრი, რომელიც ბავშვსაც და მშობელსაც ერთნაირად მოეწონება? - ამ კითხვით რამდენიმე მშობელს მივმართეთ.

mshoblebi

ლია, 34 წლის:
- "ვისურვებდი, რომ არსებობდეს ცენტრები, სადაც ბავშვს ნებისმიერ დროს მივიყვან და იქ დაგვხვდება სასრიალოები და სხვა მსგავსი გასართობი, პარალელურად კი, შემეცნებით აქტივობებს შემოგვთავაზებენ. მაგალითად, ბავშვებისთვის ძალიან კარგია სხვადასხვა სახის ხელსაქმე, რაც მოტორიკას ავითარებს".

თამთა, 29 წლის: - "მომწონს გასართობი ცენტრები, სადაც მშობლებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი. ცენტრი აუცილებლად შემეცნებითი უნდა იყოს, რომ ბავშვმა მხოლოდ კი არ იმხიარულოს, არამედ სასარგებლო ინფორმაციაც მიიღოს. მსგავს აქტივობებში მშობელიც დიდი სიამოვნებით ჩაერთვება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასართობმა ცენტრებმა ბავშვისა და წიგნის დაახლოებაზე იზრუნოს".

ნინო, 24 წლის: - "ძალიან მომწონს ადგილები, სადაც ბავშვის დატოვება შემიძლია და იმის დარდი არ მექნება, რომ ჩემი შვილი უყურადღებოდაა. სასურველია, ცენტრის სიახლოვეს სასიამოვნო კაფეც იყოს, სადაც მე ჩემს მეგობრებს შევხვდები, ბავშვს კი გასართობად დავტოვებ. ჩემს შვილს ძალიან უყვარს ორიგამი და კრაფტსაც აკეთებს. თუმცა სახლში ამ სახის აქტივობებით დაკავება ცოტა ეზარება. ამიტომ კარგი იქნება, თუ ცენტრში ასეთ შემეცნებით გართობას შემოგვთავაზებენ. როგორც წესი, იქ ბავშვები უფრო მოტივირებულები და მონდომებულები არიან ხოლმე".

mshoblebi
ქართულ ბაზარზე გასართობი ცენტრების საკმაოდ დიდი არჩევანია, თუმცა მოთხოვნებს, რომლებიც მშობლებს აქვთ, მათი მცირე ნაწილი აკმაყოფილებს. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ერთ-ერთი ასეთია ”ბიბლუსი კიდსი”, რომელიც სტუმრებს სთავაზობს როგორც დაბადების დღის პროგრამას, ისე ბავშვის დატოვებისა და გართობის მომსახურებას. ცენტრის სტუმრები თამაშისა და გართობის გარდა, შემეცნებითი აქტივობებით არიან დაკავებულები. ეს არის გარემო, სადაც ბავშვებს კიდევ უფრო მეტად უყვარდებათ წიგნები. ”ქიდსში” ბავშვებს შეუძლიათ, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, აღმოაჩინონ საყვარელი საქმიანობა, ხატონ, ძერწონ, აკეთონ ორიგამი, სათამაშოები, იმუშაონ კრაფტში. ეს ყველაფერი კი მზრუნველ პოპინსებთან ერთად ხდება და მშობლებს ამ დროს შეუძლიათ, მშვიდად მიირთვან ყავა, იკითხონ წიგნი და დაისვენონ. სწორედ პოპინსები ზრუნავენ პატარების გართობაზე, განვითარებასა და მათ უსაფრთხოებაზე.

”ბიბლუსი კიდსში” შეგიძლიათ დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მიიყვანოთ ბავშვები. ერთი საათის ღირებულება 7 ლარია, მეორე საათი - 5 ლარი, ყოველი მომდევნო საათი - 3 ლარი.
mshoblebi
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93