დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დედები ძალიან ემოციურ ფლეშმობში (ვიდეო) - Marao

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დედები ძალიან ემოციურ ფლეშმობში (ვიდეო)

2018-03-21 14:46:14+04:00

დედებმა მანქანებში კარაოკე იმღერეს – მაგრამ ვიდეოს მთავარი ვარსკვლავები თავად არ ყოფილან.

სიმეონ ნილი და მისი დედა რებეკა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. Youtube-ზე ვიდეორგოლი გამოჩნდა, ემოციური სახელწოდებით: „50 დედა, 50 ბავშვი, 1 ქრომოსომა“ (50 Mums, 50 Kids, 1 Chromosome).

ვიდეო გამოქვეყნდა ჰეშთეგით #wouldntchangeathing და 500 000-ზე მეტი ნახვა აქვს. იდეის ავტორი 35 წლის რებეკა კარლესია. მას 3 შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთს, 4 წლის არჩის დაბადებისას დაუნის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს.

„ჩვენ გვსურდა, გვეჩვენებინა, რომ ნორმალური დედები ვართ, რომელთაც ძალიან უყვართ შვილები. მათ არავისში არ გავცვლიდით“, - ამბობს რებეკა.

არჩი კარლესი დედასთან, რებეკასთან ერთად