მკითხველის წერილი: რატომ არის დღეს ყველაზე ძნელი, იყო მშობელი?

მკითხველის წერილი: რატომ არის დღეს ყველაზე ძნელი, იყო მშობელი?
ეს ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მკითხველის წერილია, რომელიც ალბათ ბევრი ადამიანის სათქმელს გამოხატავს:

"გუშინდელმა შემთხვევამ, როცა 13 წლის მოზარდს სრულიად უცხო, საშიში და დაუნდობელი ადამიანი შეჰყვა ლიფტში და სასტიკად გაუსწორდა, კიდევ ერთხელ დამსტრესა და გამანადგურა. ბავშვი უბრალოდ მოდიოდა სკოლიდან და მოულოდნელად ასეთი საზარელი რამ შეემთხვა...

მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა. ლამისაა გული დამეფლითოს და ტვინი გამისკდეს ამდენი ფიქრისგან. იქნებ ვინმემ იცის რაიმე საშველი და გვითხრას მე და ჩემნაირად მოფიქრალ ბევრ მშობელს, რაშია ხსნა? იმდენად დასტრესილი ვარ იმ
გარემოთი, იმ დაბინძურებული და ნეგატიური სივრცით, რაც ჩვენ გარშემოა, უკვე აღარ ვიცი, რა ვქნა.

ამბობენ, 21-ე საუკუნეში რა უნდა მშობლობასო, ყველაფერი გაიოლებულიაო... ნეტავ მართლა ისევ ხელით ვრეცხავდეთ საფენებს, ცივ წყალში ვყოფდეთ ხელებს და ბევრი სხვა რამ გვიჭირდეს, ოღონდაც ისევ ისეთი ლაღი და ჯანმრთელი იყოს გარემო ჩვენ გარშემო. დედაჩემი ისე გვიშვებდა ეზოში, ქუჩაში, სკოლაში, სრულიად არ ღელავდა ამდენ უბედურებაზე; ისე გვაჭმევდა და გვასმევდა - იმაზე არ ფიქრობდა, რომ მეორე დღეს ამ საჭმელს და სასმელს საწამლავად მოიხსენიებდნენ. იმდენს ვმოძრაობდით, ვთამაშობდით და ვხალისობდით, ჩვენი გონება სრულიად თავისუფალი იყო ნეგატივისა და ზღვა საზიზღარი ინფორმაციისგან. ადრე მშობელი ფიზიკურად შეიძლება მეტად იღლებოდა, მაგრამ გონება და გული ჰქონდა მეტად მშვიდი და ლაღი. ახლა? წაიკითხეთ სრულად mshoblebi.ge-ზე

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93