"ბავშვები ადრე ეზოში თამაშობდნენ, ახლა კომპიუტერიდან აღარ დგებიან" – დღევანდელი რეალობა

"ბავშვები ადრე ეზოში თამაშობდნენ, ახლა კომპიუტერიდან აღარ დგებიან" – დღევანდელი რეალობა
არც ისე დიდი ხნის წინ ქუჩაში გახედვისას ხშირად დაინახავდით ეზოში მოთამაშე ბავშვებს. ზოგი დახუჭობანასა და დაჭერობანას,ზოგიც ლახტობანას ან კლასობანას თამაშობდა. დღეს კი სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. ეს არის რეალობა, რომელშიც ბავშვებისა და თინეიჯერების უმეტესი წილი ციფრულ სივრცეში ერთობა და ვითარდება.

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებსაც ვერ აუარა გვერდი, რის გამოც ისინი პატარა ასაკშიც კი კომპიუტერებსა და სმარტფონებზე არიან დამოკიდებულნი. ხშირად მშობლები ვერც კი აცნობიერებენ, თუ რამდენად საზიანოა მსგავსი გართობა ბავშვის ჯანმრთელობისთვის და თამამად ტოვებენ
ბავშვებს ეკრანის წინ მსხდომებს, როცა ისინი საოჯახო საქმით არიან დაკავებულნი.

კვლევები ადასტურებს, რომ ეკრანთან ხანგრძლივი კავშირი ბავშვისთვის მრავალმხრივ საზიანოა:
ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის - კომპიუტერის ეკრანთან ხანგრძლივმა ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის პრობლემები და ოსტეოქონდროზი.
მხედველობაზე დატვირთვა - ცუდი განათება და პატარა შრიფტი ძაბავს ბავშვის მხედველობას და, ბუნებრივია, მასზე უარყოფითად აისახება.
უარყოფითი მოქმედება ფსიქიკასა და ნერვულ სისტემაზე - სწრაფად ყალიბდება დამოკიდებულება ეკრანზე, რაც ბავშვის ხშირ გაღიზიანებას და ნერვულ აშლილობას იწვევს. აუტიზმის მიზეზი ხშირად ეკრანზე მიჯაჭვულობის მაღალი მაჩვენებელია. წაიკითხეთ სრულად mshoblebi.ge-ზე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93