ბიონსესა და ჯეი ზის პატარა, საყვარელი გოგონა - ბლუ აივი კარტერი, ჯერ მხოლოდ 6 წლისაა. ის 2012 წელს დაიბადა და მათი პირველი შვილია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ასაკის მიუხედავად, ბავშვს უკვე პირადი სტილისტი ჰყავს.
ეს ადამიანი მანუელ მენდესი გახლავთ.
იგი ბიონსეს მიერ დაარსებული კომპანიის, „Parkwood Entertainment“-ის თანამშრომელია და ამ ყველაფერთან ერთად, მომღერალს თანაშემწის მაგივრობას უწევს.
ბლუ აივი ყველაზე მოდური ბავშვების სიაში მოწინავე პოზიციაზეა.
ბოლო პერიოდში ბიონსემ "ინსტაგრამზე" გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. დედა-შვილი იღიმის და ორიგინალურ, მსგავსი ფერის სამოსშია გამოწყობილი.
მომდევნო ფოტო კი „გალას“ წითელ ხალიჩაზეა გადაღებული, სადაც ჯეი ზიც არის მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.
ბოლო პერიოდში მშობლებს გოგონა ხშირად დაჰყავთ საინტერესო ადგილებში.
ბლუ აივის ჩაცმულობაში მენდესის გავლენა ამ შემთხვევაშიც იგრძნობა. ეს თეთრი სამოსი ვალერი კოვალსკას მიერაა შექმნილი, ხოლო ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა ფეხსაცმელები კი მერი ჯეინის ფეხსაცმლის კოლექციიდანაა.
რაც შეეხება მანუელ მენდესს, ის ბიონსესთან 2009 წლიდან მუშაობს. როგორც ხედავთ, ბლუ აივის ფოტოებს "ინსტაგრამზე" აქტიურად ტვირთავს და თავის მხრივ, ცდილობს, გოგონას გამორჩეული იმიჯი შეუქმნას, რაც ძალიან კარგად გამოსდის.
ბიონსე და ჯეი ზი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათ შვილს პატარაობიდანვე გემოვნებიანად ეცვას.
ნათია ხუნაშვილი