მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი ბავშვების ქართველი კონკურენტი - ნიაკო ნოზაძე

მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი ბავშვების ქართველი კონკურენტი - ნიაკო ნოზაძე
ირაკლი ნოზაძის და ია დუდაშვილის ქალიშვილი ნია სოციალური ქსელის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. მშობლები უსაყვარლესი ნიაკოს ფოტოებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ, რომელთაც ათიათასობით მოწონება და ნახვა აქვს. ერთ სახალისო ვიდეოს კი, რომელზეც ასახულია, როგორ მიირთმევს ნიაკო ორ ცალ ხინკალს, 3 მილიონი ნახვა დაუგროვდა. პატარა ინტერნეტვარსკვლავის შესახებ მისი დედა ია დუდაშვილი გვესაუბრა.
- გიფიქრიათ ოდესმე, რომ ნიაკო ინტერნეტვარსკვლავი გახდებოდა? რამ მოუტანა ეს პოპულარობა?
- ამაზე არ მიფიქრია და ალბათ, შეუძლებელია ამ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა. თავისთავად
მოხდა ყველაფერი. ჩემი პირადი გვერდიდან ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებსაც მილიონობით ნახვა ჰქონდა სხვადასხვა გვერდზე. პოპულარობა ალბათ იმან მოუტანა, რომ ძალიან უშუალო და პოზიტიურია.


- რას ფიქრობთ მის პოპულარობაზე, რა გავლენას მოახდენს ეს მის მომავალ ცხოვრებაზე?
- ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამდენ ადამიანს უყვარს და სითბოს გამოხატავენ მის მიმართ. მომავალშიც ალბათ ბევრ რამეში დაეხმარება, მაგრამ ამის გარდა, აუცილებლად მიზანდასახული და მებრძოლი გაიზრდება, ანუ ბევრს თავისითაც მიაღწევს. პრინციპში, უკვე მიაღწია კიდეც და მშობლებს უკვე ყველაფერში გვაჯობა. წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ვიდეო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი