და თუ სანტა კლაუსი არ მოვა? 10 იდეა, როგორ გავახაროთ ბავშვები საჩუქრებით

და თუ სანტა კლაუსი არ მოვა?  10 იდეა, როგორ გავახაროთ ბავშვები საჩუქრებით
ახალი წლის დღესასწაული ის დროა, როცა ყველა სასწაულის მოლოდინშია. დაე, ეს დღე იყოს ყველაზე უჩვეულო და მხიარული. ბავშვისთვის საჩუქრის გადაცემა უნდა იყოს სიურპრიზი, სასწაული, მოულოდნელობა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყველაზე მარტივი ხერხი აირჩიოთ: დილით ან საღამოს პატარას ჩუქნით საჩუქარს ან წიგნს შემდეგი სიტყვებით: „ნახე, როგორი ზღაპრული საჩუქარი მოგიტანა თოვლის პაპამ“, მაგრამ მსგავს „სიურპრიზს“ საჩუქრის ყოველგვარი შთაბეჭდილების მოსპობა შეუძლია.

მოდით, საჩუქრის გადაცემის ბევრად უფრო ორიგინალურ საშუალებებს გავეცნოთ:

1. ახალი წლის დადგომამდე

მოუთმენელი ბავშვისთვის ყველაზე რთულია სანუკვარი დღისთვის ლოდინი. ბავშვს
პატარა სასწაულების რწმენა რომ გაუმყაროთ და მოლოდინის განცდა შეუმსუბუქოთ, ახალ წლამდე 2-3 დღით ადრე შეგიძლიათ მცირე საჩუქრების მიწოდება დაიწყოთ.

2. თოვლის ბაბუ სახლში მოდის

ბავშვებს სჯერად ახალი წლის სასწაულებისა და სანტა კლაუსის არსებობის. სახლში სანტა კლაუსის მოსვლა ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი დღე გახდება.

3. სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმული ძია

სამწუხაროდ, ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება სანტა შინ მიიპატიჟოს, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ? ამ დროს გამოგვადგება ბავშვისთვის ნაკლებად ნაცნობი „ვინმე ძია“, სასურველია მსახიობური ნიჭით. საკმარისია მხოლოდ სანტა კლაუსის ფორმა და წვერი იშოვოთ.

4. რა დევს ნაძვის ხის ქვეშ?


საღამოს ბავშვს ვუყვებით, თუ როგორ დადის სახლში სანტა და როგორ ტოვებს საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ. დილით, თქვენი შვილი პირველ რიგში ნაძვის ხისკენ გაეშურება, სადაც იპოვის საჩუქარს, რომელსაც დიდხანს ელოდა. საჩუქრის აღმოჩენა შეიძლება 31 -ში საღამოსაც.

5. იპოვე ყველა საჩუქარი


ნაძვის ხის ქვეშ შეიძლება მთავარი საჩუქრის პოვნა, პატარა საჩუქრები კი მთელ სახლში უნდა გადანაწილდეს: ბავშვის ფეხსაცმელში, ბალიშის ქვეშ, ჯიბეში, კარადაში, სავარძლის ქვეშ და ა.შ. დაე ბავშვმა ისინი მინიშნებებით, ისრებით ეძებოს. „სიურპრიზებით“ ასეთი თამაში ბავშვისთვის დამატებითი სიამოვნება იქნება.

6. ვინ აკაკუნებს ჩემს კარზე?


თხოვეთ მეზობლებს კარზე ზარი მოგცეთ და საჩუქარი კართან დაგიტოვოთ. კარი ბავშვთან ერთად გააღეთ - და აი, სასწაულიც! ძირს საჩუქრებით სავსე ტომარა დევს. ნეტავ ვისგან არის? იქვე წერილია: „ახალ წელს გილოცავ! მაპატიე, ვჩქარობ, რადგან საჩუქრები სხვა ბავშვებსაც უნდა მივუტანო. ისინი მელიან. სიყვარულით, სანტაა“.


7. ტკბილეული ნაძვის ხეზე


თუ დღესასწაულზე ბევრი სტუმარი გეყოლებათ შეიძლება ასეთი თამაში მოიფიქროთ - შოკოლადის ან ფოლგის ქაღალდებში გაახვიეთ პატარა წერილები. მაგ: „შენი საჩუქარი საწოლის ტუმბოზე დევს“. თითოეულ „კანფეტს“ დააწერეთ სახელი. თითოეული ადამიანი ნაძვის ხეზე საკუთარ სახელს პოულობს, ხსნის მას, შემდეგ კი საჩუქრის საძებნელად მიეშურება.

8. საჩუქრები ინსტრუქციით


ეს საშუალება გამოგადგებთ, თუ სახლში ბევრი მოზრდილია ან 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვები არიან. თქვენ საჩქურებით სავსე დიდი ტომარა მიგაქვთ, რომელიც ნაძვის ხის ქვეშ „აღმოაჩინეთ“. საჩუქრებს რიგრიგობით იღებთ და მათზე მიკრულ „ინსტრუქციებს“ კითხულობთ: „ეს საჩუქარი თქვენს შორის ყველაზე უფროსს ეკუთვნის“, „ეს საჩუქარი მისთვისაა, ვისაც მანქანით თამაში უყვარს“ და ა.შ.


9. კიდევ ერთი ხერხი


თუ თქვენთან ბევრი ბავშვი მოდის, მათთვის შეგიძლიათ ერთნაირი საჩუქრების მომზადება, შეფუთეთ ის ფერადი ქაღალდით და სანტა კლაუსის ლამაზ ტომარაში მოათავსეთ. დღესასწაულზე კი თითქოს მოულოდნელად აღმოაჩენთ ნაძვის ხის ქვეშ დატოვებულ საჩუქრებს. შეგიძლიათ დატოვოთ წერილიც, რომ თითქოს სანტა საჩუქრების დარიგებამდე ითხოვს გარკვეული დავალებების შესრულებას: თვლაზე ცალ ფეხზე დადგომა, ლექსის თქმა, გამოცანის გამოცნობა და ა.შ. დავალების შემსრულებელი იღებს საჩუქარს.

10. როგორ გადასცემდნენ ბავშვებს საჩუქრებს 100 წლის წინ


ეს მეთოდი 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვისაა. მოამზადეთ საჩუქარი თითოეული სტუმრისთვის. თითოეულ საჩუქარს გაუკეთეთ შემდეგი მანიპულაციები: შეფუთეთ ლამაზი შესაფუთი ქაღალდით და დააწერეთ მას ადრესატის სახელი. შემდეგ კიდევ ერთხელ შეფუთეთ ეს საჩუქარი და დააკარით ნებისმიერი სტუმრის სახელი. ასე გაიმეორეთ ვიდრე ყველა სტუმრის სახელს არ დააწერთ.

ახლა კი ყველაზე საინტერესო. სტუმრები კრავენ წრეს. იღებენ პირველ საჩუქარს, მას გადასცემენ სტუმარს, რომლის სახელიც აწერია. ის ბოლომდე ხსნის საჩუქარს და მას იმ სტუმარს გადასცემს, რომლის სახელიც ყველაზე ბოლო შეფუთვაზე ხვდება და ა.შ.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93