44 წლის ანჯელინა ჯოლიმ შესვენება აიღო გადაღებებს შორის, იმისათვის, რომ დრო გაეტარებინა შვილებთან ერთად, რომლებიც ამჟამად მამასთან, ბრედ პიტთან ცხოვრობენ. ვარსკვლავმა დედამ 13 წლის შაილო და 14 წლის ზაქარია მამის სახლიდან წამოიყვანა, რაც პაპარაცებს არ გამორჩენიათ თვალთახედვიდან.
მალეფისენტის როლის შემსრულებელი ბავშვებს ყოველთვის ესთეტიკასა და სილამაზეს ასწავლის. როგორც ჩანს, გადატვირთულ განრიგში მაინც მოახერხა და გოგონები წაიყვანა ფრანგი ფოტოგრაფის, ანრი კარტიე-ბრესონის გამოფენაზე ლოს-ანჯელესში.
ტანსაცმლის შერჩევისას ენჯიმ უპირატესობა მიანიჭა შავ ზედასა და ტანზე გამოყვანილ იმავე ფერის ჯინსებს. ზაქარიაც დედის სტილის მსგავსად შავ ზედასა და ჯინსებში იყო გამოწყობილი, თუმცა შაილო კვლავაც ბიჭური სტილის ერთგული რჩება. ყველამ იცის, რომ ტანსაცმლის არჩევაში ვარსკვლავური დედ-მამის შვილებს არ აქვთ შეზღუდვა.
როგორც პაპარაცებისთვის გახდა ცნობილი, ბრედმა თავისი მშობლებიც მიიწვია სახლში, იმისათვის, რომ ჰქონოდათ საშუალება, დრო გაეტარებინათ შვილიშვილებთან ერთად. როგორც ჩანს, მსახიობმა მოახერხა და ყოფილ მეუღლესთან ბავშვების ნახვის საკითხი გაარკვია, ვინაიდან მათ სასამართლო დავა არაერთხელ ჰქონიათ შვილების ნახვის საათების გამო.
წყარო