კახა კალაძე სწორედ ის პიროვნებაა, რომლის ოჯახის მიმართაც ადამიანები ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენენ.
მზრუნველი მამა „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს შვილებთან და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუ ვიდეოებს.
თუ დააკვირდებით, კახასაც ძალიან უყვარს შავ-თეთრი ფოტოების გამოქვეყნება, ისევე როგორც მის დიზაინერ მეუღლეს.
კახა კალაძის "ინსტაგრამზე" აქტიურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ვიდეო და ფოტოები შემოგთავაზოთ.
ერთ-ერთ ახალ ვიდეოში ჩანს, როგორ აჭმევს საჭმელს მზრუნველი კახა, თავის უმცროს ვაჟს - პატარა ნიკოლას, რომელიც ტელეფონს ხელიდან არ უშვებს.
გამომწერები ამ ვიდეოს ასე გამოეხმაურნენ: „მიყვარს ეს მამა-შვილი. საერთოდ მთელი ლამაზი ოჯახი და მინდა, რომ სულ ბედნიერები იყვნენ.“, „ მამაშვილობის მაგალითი“ და ა.შ...
გამომწერები ყურადღებას ამახვილებენ ნიკოლას ჩაცმულობაზეც. პატარა ბიჭს გამორჩეული სტილი აქვს, რაც რა თქმა უნდა დიზაინერი დედიკოს დამსახურებაა.
და მაინც, გამომწერებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ვიდეოდ დარჩა ის, რომელიც კახამ ამ ზაფხულს გამოაქვეყნა და ალბათ ნანახიც გექნებათ. ვიდეოში ნიკოლა თავგამოდებით ამტკიცებს, რომ მამა უყვარს.