2020 წელს დაბადებული ქართველი სელებრითების ბავშვები

2020 წელს დაბადებული ქართველი სელებრითების ბავშვები
2020 წელი უკვე იწურება და ბევრი ცუდის პარალელურად, კარგი ამბებიც არ დაჰკლებია ქვეყანას. განვლილ წელს რომ გადავხედოთ კარანტინის პერიოდში საკმაოდ ბევრი ბავშვი გაჩნდა და ქართველი ცნობილი ადამიანების ოჯახებში განსხვავებული, ფერადი ახალი წელი მოვა.

ნახეთ, 2020 წელს დაბადებული ქართველი სელებრითების ბავშვები:

კოსმო ყიფშიძე


გიორგი ყიფშიძეს და მის მეუღლეს ანის წელს პატარა ბიჭი კოსმო ეყოლათ, უსაყვარლესი კოსმო ძალიან გავს მამას.



კოსმო ჯერ რამდენიმე თვის არის, თუმცა ანი და გიორგი 2021 წელს დასაწყისში უკვე მეორე ბავშვს ელოდებიან.


ანა სულაბერიძე

ნოე

სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის უმშვენიერესი გოგონა ანა სულაბერიძეც 2020 წელს დაიბადა, ანა 10 უკვე ათი თვის არის და საზოგადოებას ის გამორჩეულად უყვარს. 


ხშირად ამბობენ რომ პარარა ანა ძალიან ჰგავს დედას, მასაც ჯანეტისავით უცხო და ნაზი იერი აქვს.

ელი ლომიძე


მორაგბე ლაშა ლომიძესა და მოდელ ანა შელიას პატარა გოგონა ელი შეეძინათ, ანა და ლაშა ბავშვს სოციალურ ქსელში ჯერ არ აჩენენ.


პატარა ელი 13 ნოემბერს მოევლინა ქვეყანას, ის სულ რამდენიმე თვის არის.

ალექსი შამანაური


2020 წელს დაბადებული ბავშვების სიას, ნინა სუბლატის პატარა ბიჭი ალექსიც უნდა მივამატოთ. ნინას პირველი ვაჟი ალექსი სულ ახლახანს გახდა სამი თვის.


პატარა ალექსს დედასავით დიდი ცისფერი თვალები აქვს, იერით კი ძალიან ჰგავს მამას.

გიორგი-მიქაელ ნოზაძე


ხატია სიჭინავას მეოთხე შვილი მიქაელიც წელს მოევლინა ქვეყანას, გიორგი-მიქაელ მშობლებისთვის ნანატრი ბიჭია, რომლის დაბადებასაც წლები ელოდნენ.


მიქაელი რამდენიმე თვის არის და სამ დასთან ერთად დიდ ოჯახში იზრდება.

ელია მილანოვა

მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს წელს მეორე შვილი, ბიჭი - ელია ეყოლა. ელიას სურათებს სოციალრურ ქსელში მომღერალი ჯერ არ ასაჯაროვებს.


თაკოს პირველი შვილი გოგონა გაბრიელა ყავს, რომელიც დედასავით ხუჭუჭა და ლამაზია.

მაქსიმე სამხარაძე


2020 წელს ასევე დედა გახდა მოდელი თამო ვაშალომიძე, მას მეორე შვილი ბიჭი, მაქსიმე ეყოლა. თამომ სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა და უკვე შესანიშნავ ფორმაშია.



თამოს პატარა გოგო სოფიაც ჰყავს და ახლა მათ ოჯახს მაქსიმეც შემოუერთდა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93