მომღერალი ნინი ბადურაშვილი და მისი მთელი ოჯახი უკვე წლებია საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ჯერ კიდევ ბებია-ბაბუისგან დაწყებული პოპულარობა კვლავ გრძელდება, ნინი და ეკა ხალხს გამორჩეულად უყვარს და ახლა უკვე პატარა ელენეც გამოჩნდა სოციალურ სივრცეში.
ელენე ნინი ბადურაშვილის პატარა გოგოა, რომელიც სოციალურ ქსელში ნინის მეშვეობით ჩნდება ხოლმე.
ელენეს მამა ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძეა. ირაკლის და ნინის ქორწინება წარუმატებლად დამთავრდა, ირაკლის ახლა ცოლი და შვილები ჰყავს. ელენე მამის სანახავად ხშირად მიდის და საახალწლო და საზაფხულო არდადეგებზეც სტუმრობს მას.
პატარა გოგონა ბებიასთან სტუდიაში დადის სიმღერაზე, როგორც ნინი ამბობს, ელენეს შესანიშნავი ვოკალური მონაცემები აქვს, თუმცა ეს მათ ოჯახში გასაკვირი ნამდვილად არ არის. ელენე ასევე ტანვარჯიშით არის გატაცებული და ესეც კარგად გამოსდის..
რამდენიმე თვის წინ, ნინიმ გადაცემა "კაცების" ეთერში ელენეზე ისაუბრა. დედას სურს, ელენემ ცხოვრებაში გზა თვითონ გაიკვლიოს და წარმატებასაც სხვისი დახმარების გარეშე მიაღწიოს.
რამდენიმე კვირის წინ, ნინიმ სოციალურ ქსელში ელენეს წერილი გამოაქვეყნა, გოგონა წერილის მეშვეობით დედას მაკდონალდსიდან საჭმლის გამოძახებას წერილობით სთხოვდა. "თვითონ ვერ მეუბნება" - წერდა ნინი სოციალურ ქსელში.