ანა შელიამ ბავშვის ფოტოები პირველად გამოაქვეყნა - "ღმერთო, ანა, სილამაზე და სისათუთე"

ანა შელიამ ბავშვის ფოტოები პირველად გამოაქვეყნა - "ღმერთო, ანა, სილამაზე და სისათუთე"
ულამაზესმა მოდელმა ანა შელიამ ნოემბერში იმშობიარა და სოციალური ქსელის მეშვეობით თავის გამომწერებს პატარა ელი ლომიძის დაბადება ამცნო. ელის მოუთმენლად ელოდნენ მოდელის მეგობრები და საზოგადოება, თუმცა შელიამ ბავშვის გამოჩენა დროებით არ ისურვა და სულ ცოტა ხნის წინ ელი ლომიძე "ინსტაგრამზე" გამოჩნდა.

ნახეთ ანა შელიას შვილის, ელი ლომიძის პირველი ფოტოები.



ანა შელია მორაგბე ლაშა ლომიძის ცოლია. ულამაზესმა წყვილმა რამდენიმე წლის წინ  იქორწინა. მაშინ მათ შეუღლებაზე ყველა საუბრობდა. 2020 წელს კი ანამ თავის  გამომწერებს ორსულობა ახარა და მთელი პერიოდი სოციალურ ქსელში აქტიურად ჩანდა. 


პატარა ელი 13 ნოემბერს დაიბადა. ლაშამ და ანამ ბავშვის გამოჩენა არ ისურვეს და თვეები საზოგადოება პატარა ელის ნახვას მოუთმენლად ელოდა. 


უმშვენიერესი გოგონა ძალიან ჰგავს ორივე მშობელს, ელის დედასავით ლამაზი თვალები აქვს.


ელი ახლა სულ რამდენიმე თვის არის. მის პირველ გამოჩენას "ინსტაგრამზე" დადებითი და თბილი კომენტარები მოჰყვა. დიზაინერმა ანუკი არეშიძემ პატარა ელის სურათზე დააკომენტარა: "ღმერთო, ანა, სილამაზე და სისათუთე". 


ლაშა და ანა მშობლების ამპლუაში თავს ბედნიერად გრძნობენ. 
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93