ტელეწამყვანის, ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ქალიშვილი ანნა სულაბერიძე დღეს ერთი წლის გახდა. მშობლებმა ანნას დაბადების დღისთვის სახლი ლამაზად მორთეს და უმშვენიერესი ტორტიც დაამზადებინეს.
დღესასწაულის ამსახველ ვიდეოკადრებს ნოე და ჯანეტი ასაჯაროებენ.
მშობლებმა პატარა ანნას დაბადების დღე "ინსტაგრამ სთორის" საშუალებით, ორიგინალურად მიულოცეს.
„ერთი წლის წინ 28 იანვარს, ღამის 2 საათზე ახდა ჩემი ოცნება!!!! სამყაროს მოევლინა პატარა ბარტყი 3,400 კგ და 51 სმ. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ უჩანდა. დაიბადა თუ არა მუცელზე დამადეს, რათა ჩემი სითბო ეგრძნო და თან ჭამაც დაეწყო გოგოს. ერთი წელი კი გავიდა, მაგრამ ეს ჩვევად შემოგვრჩა. ხშირად მეკითხებიან თუ რა არის ჩემთვის ბედნიერების აღქმა. ეს არის მომენტი, როდესაც ანნა მთხოვს ჩემს მუცელზე დაწოლას. განაგრძეთ კითხვა