მომღერალმა ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამზე“ უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ახალშობილ ძმას - პატარა ადამ დენგოვს ფეხებზე ეფერება და კოცნის.
სოციალურ ქსელში ვიდეომ დიდი აღფრთოვანება და ბევრი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.
„რა საყვარლები არიან“, „ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ“, „გოგონა ლამაზი გაიზრდება, რა ბედნიერებაა ასეთი შვილები“, - წერენ მომღერლის გამომწერები.
ქეთა მშობიარობის შემდეგ ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად უზიარებს გამომწერებს. როგორც ხედავთ, მომღერალი მშვენიერ ფორმაშია.
ცნობისთვის, რუსული პოპის დედოფალი ქეთა თოფურია 21 იანვარს დედა მეორედ გახდა. ქეთას ვაჟი - ადამი ბელორუსული წარმოშობის დიპლომატისგან, ლევ დენგოვისგან შეეძინა.
წყვილმა ერთწლიანი ურთიერთობა გასული წლის ოქტომბერში დააკანონა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ქეთა ლევისთვის მესამე ცოლია - ნახეთ, რა სასტიკად მოექცა ბიზნესმენი მეორე ცოლს
"ადამიკო მშვენიერ დღეს დაიბადა!": ქეთა თოფურიამ შვილის პირველი ფოტო გაასაჯაროვა
ნახეთ, რა სიურპრიზი გაუკეთა მეუღლემ ქეთა თოფურიას ვაჟის გაჩენის შემდეგ (ვიდეო)